"80 წლის ქალი ფანჯრიდან გადმოხტა. რუსები კი იცინოდნენ"

"80 წლის ქალი ფანჯრიდან გადმოხტა. რუსები კი იცინოდნენ"

რუ­სე­თის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცია გრძელ­დე­ბა. დვან­ში მცხოვ­რე­ბი მა­ხა­ჭაშ­ვი­ლე­ბის, ყო­რაშ­ვი­ლე­ბი­სა და მე­კა­რიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხე­ბი სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში მე­ო­რედ გახ­დნენ დევ­ნი­ლე­ბი - მა­თი სახ­ლე­ბი რუ­სე­ბის მი­ერ გაბ­მუ­ლი მავ­თულ­ხლარ­თე­ბის მიღ­მა მო­ექ­ცა. სო­ფელ­ში ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია პატ­რუ­ლი­რებს. სწო­რედ მა­თი დახ­მა­რე­ბით მი­ვე­დით ილია მა­ხა­ჭაშ­ვი­ლის სახ­ლის ეზო­ში. სახ­ლის დან­გრე­ვა­ში მას მე­ზობ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, თა­ვად კი ეზო­ში იჯ­და და უყუ­რებ­და. ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა, მხო­ლოდ პა­ტა­რა კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა: ამო­დე­ნა კა­ცი ხომ არ ვი­ტი­რებ? რომ ვი­ლა­პა­რა­კო, რა­მე მეშ­ვე­ლე­ბა? ოცი წე­ლი ისე ვიცხ­ოვ­რე ამ სახ­ლში, ერთ მხა­რეს კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ოსი მე­საზღ­ვრე იდ­გა და მე­ო­რე მხა­რეს ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცი. ერ­თხე­ლაც არა­ვინ ამო­სუ­ლა, არ მო­ვუ­კითხ­ი­ვარ. იქ­ნებ მა­შინ რომ მო­ექ­ცია ვინ­მეს ყუ­რადღ­ე­ბა, ახ­ლა ჩე­მი ხე­ლით არ და­მენ­გრია ის, რაც წვა­ლე­ბით ავა­შე­ნე. მე რაც შე­მეძ­ლო, და­ვი­ცა­ვი ჩე­მი და ახ­ლა არა­ფე­რი აღარ შე­მიძ­ლი­ა.

მა­ნა­ნა მა­ხა­ჭაშ­ვი­ლი (ი­ლი­ა მა­ხა­ჭაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე): 2008 წელს აგ­ვის­ტოს ომის დროს მო­ვიდ­ნენ რუ­სე­ბი და ამ­ხე­ლა სახ­ლი თვალ­წინ და­მიწ­ვეს. მარ­ტო კედ­ლე­ბი დამ­რჩა, ქვე­ვით ჩა­მო­ვე­დი საცხ­ოვ­რებ­ლად, ჩვენს გვერ­დით მო­ხუ­ცი ცოლ­-ქმა­რი ცხოვ­რობ­და, იფიქ­რეს, კარ­გად მო­ვექ­ცე­ვით რუ­სებს და იქ­ნებ ჩვე­ნი სახ­ლ-კა­რი გა­დარ­ჩე­სო, საჭ­მელს უმ­ზა­დებ­დნენ, უვ­ლიდ­ნენ. 2008 წლის 21 სექ­ტემ­ბე­რი იყო, ღვთის­მშობ­ლო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი. მი­ვიდ­ნენ მათ­თან რუ­სე­ბი, გა­შა­ლეს სუფ­რა და ცო­ტა სას­მე­ლიც და­ლი­ეს. გამ­თე­ნი­ი­სას კი სახ­ლში შე­უც­ვივ­დნენ და ცეცხ­ლი წა­უ­კი­დეს. 80 წლის ქა­ლი ფან­ჯრი­დან გად­მოხ­ტა. მთვრა­ლი რუ­სე­ბი კი იცი­ნოდ­ნენ. მე­გო­ნა ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა, ახა­ლი მთავ­რო­ბა მო­ვი­და-­მეთქი, მაგ­რამ პი­რი­ქით მოხ­და. სა­კუ­თა­რი ხე­ლით გვან­გრე­ვი­ნე­ბენ სახ­ლებს. მო­დიან აქ ევ­რო­კავ­ში­რი და ვი­ღაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, მაგ­რამ რად მინ­და მე მა­თი მოს­ვლა, სა­კუ­თა­რი ხე­ლით თუ და­მან­გრე­ვი­ნეს ჩე­მი ნაწ­ვა­ლე­ბი და თუ მომ­კლეს? სად გა­გო­ნი­ლა ეს ხალ­ხო?

ილია მე­კა­რიშ­ვი­ლი: გვითხ­რეს, გად­მო­დით ოსურ მხა­რეს, აი­ღეთ ჩვე­ნი პას­პორ­ტე­ბი და პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა, არ მო­გი­წევთ სახ­ლე­ბის დან­გრე­ვა­ო. უა­რი ვუთხ­ა­რით. მირ­ჩევ­ნი­ა, მი­წას­თან გას­წორ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, ვიდ­რე "ო­სე­თის" მო­ქა­ლა­ქე გავ­ხდე.

ზი­ზი ახალ­კა­ცი: მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის დროს გვაქ­ცევს მთავ­რო­ბა ყუ­რადღ­ე­ბას. სულ სრო­ლის ხმა ის­მის და ქურ­დო­ბაა ჩვენს სო­ფელ­ში, მაგ­რამ მა­ინც ვი­ცავთ ჩვენს მი­წა-­წყალს და შე­იძ­ლე­ბა მარ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს გა­ვახ­სენ­დეთ? შარ­შან ვა­ნო მო­ვი­და, მე­რა­ბიშ­ვი­ლი, და დაგ­ვი­ნიშ­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა ერ­თი წლით, გვითხ­რა, ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნაა და დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებ­თო. გა­ვი­და თუ არა ერ­თი წე­ლი, მოგ­ვიხ­სნეს, შარ­შან თუ იყო კონ­ფლიქ­ტუ­რი რე­გი­ო­ნი, ახ­ლა არ არის? არ გვჭირ­დე­ბა დახ­მა­რე­ბა? ყო­ველ­დღე ტი­რი­ლია სო­ფელ­ში, არ ვი­ცით, რას მო­ი­ფიქ­რებს რუ­სი. გვკლა­ვენ, გვქურ­და­ვენ, გვარ­თმე­ვენ. ეს ბა­ღე­ბი არის ჩვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი და ამა­საც ვერ იცავს მთავ­რო­ბა.

ლე­ვან ლა­ზა­რაშ­ვი­ლი: ეს ბა­ღე­ბია ჩვე­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­რო და ესეც წაგ­ვარ­თვეს. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ რო­გორ­ღაც მო­ვა­ხერ­ხეთ ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან აწყ­ო­ბა. ნა­თე­სე­ბი გვქონ­და, ხორ­ბა­ლი, ქე­რი, სი­მინ­დი, მაგ­რამ დავ­კარ­გეთ ნა­ხე­ვა­რი მო­სა­ვა­ლი. ვერ მო­ვას­წა­რით ყვე­ლაფ­რის აღე­ბა. ხალ­ხი ყო­ველ­დღე ტი­რის სო­ფელ­ში, სა­კუ­თა­რი ხე­ლით ან­გრე­ვენ სახ­ლებს. ცო­ტა სუ­ლი მო­ვით­ქვით და იგი­ვე და­იწყ­ო. აქ ცხოვ­რე­ბა აღარც შე­იძ­ლე­ბა. ისე ავ­ლე­ბენ საზღ­ვარს, შე­იძ­ლე­ბა საფ­ლა­ვე­ბი და ეკ­ლე­სი­აც იმათ მხა­რეს მოხ­ვდეს. 2008 წელს დავ­კარ­გეთ სა­საფ­ლა­ოს ნა­წი­ლი და ყვე­ლამ გად­მო­ას­ვე­ნა თა­ვი­სი მკვდა­რი აქეთ სა­საფ­ლა­ო­ზე, ახ­ლაც შე­იძ­ლე­ბა დავ­კარ­გოთ ეკ­ლე­სი­ის და საფ­ლა­ვის ტე­რი­ტო­რია და არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, ისევ და­ვიწყ­ოთ მკვდრე­ბის გად­მოს­ვე­ნე­ბა. ბაღ­ში რო­ცა ვმუ­შა­ობ­დით, ოსი მე­საზღ­ვრე­ე­ბი ძაღ­ლებს აუშ­ვებ­დნენ, გა­მოგ­ვე­კი­დე­ბოდ­ნენ ის ძაღ­ლე­ბი, დაგ­ვი­ჭერ­დნენ და მე­რე ცხინ­ვა­ლის ცი­ხე­ში მივ­ყავ­დით საზღ­ვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის­თვის, მი­დი და ამ­ტკი­ცე სი­მარ­თლე. მო­ვა მე­რე ის ლურ­ჯდრო­ში­ა­ნი ხალ­ხი, შეშ­ფოთ­დე­ბა და თვე­ე­ბის მე­რე გა­გიშ­ვე­ბენ ცი­ხი­დან. ერ­თი ბი­ჭი ახ­ლაც ზის ცხინ­ვა­ლის ცი­ხე­ში, ვერც შეშ­ფო­თე­ბამ უშ­ვე­ლა და ვე­რა­ფერ­მა. სარ­წყა­ვე­ბი დაგ­ვი­კე­ტეს, ვწვა­ლობთ, ბუ­ნე­ბას ვეხ­ვე­წე­ბით, იწ­ვი­მოს - მშე­რი რომ არ დავ­რჩეთ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ფოტოგალერეა

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?