"ჯი­ჰა­დის ვი­დე­ო" პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა

"ჯი­ჰა­დის ვი­დე­ო" პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა

ვი­დე­ორ­გო­ლი "ჯი­ჰა­დი ავ­ღა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" 2013 წლის 6 ივ­ნისს გავ­რცელ­და. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი ვერ­სია გაჩნდა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რიცხ­ა­ვი. იმის შე­სა­ხებ, რომ საქ­მე გახ­სნი­ლი­ა, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა განაცხადა. "ყვე­ლა სი­ახ­ლის" აღ­ნიშ­ნუ­ლი ნო­მე­რი უკ­ვე ორი დღის გა­მო­სუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა შსს-გან საქ­მის გახ­სნის დე­ტა­ლებს შე­იტყ­ობს. თუმ­ცა ერთ გა­რე­მო­ე­ბა­ზე ყვე­ლა ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღ­ე­ბას. კერ­ძოდ, იმა­ზე, რომ 30 სექ­ტემ­ბერს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­ნაცხ­ა­და - თუ გა­მო­ძი­ე­ბა­ში პროგ­რე­სი არ იქ­ნა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სა­კუ­თარ რე­სურ­სებს ჩარ­თავ­სო. 1-ელ ოქ­ტომ­ბერს კი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნაცხ­ა­და - საქ­მე ერ­თი თვის წინ გა­იხ­სნა­ო. შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირს, რო­მელ­მაც ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, პა­ტიმ­რო­ბა შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს.

გვაქვს თუ არა საქ­მე უწყ­ებ­რივ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან, ეს სხვა საკითხია. რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი აცხ­ა­დე­ბენ, მთა­ვა­რი­ა, რომ ბევრ კითხ­ვას პა­სუ­ხე­ბი გა­ე­ცე­მა.

ჯე­მალ ჯა­ნა­ში­ა, უშიშ­რო­ე­ბის გე­ნე­რალ­-მა­ი­ო­რი:

- ვფიქ­რობ, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გი ერ­თი თვე იმი­ტომ არ ხმა­ურ­დე­ბო­და, რომ ალ­ბათ ბო­ლო ეტაპ­ზე გა­ირ­კვა ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, გა­მო­ძი­ე­ბა­სა და ოპე­რა­ტი­ულ მუ­შა­ო­ბა­ში გა­მოჩ­ნდა და­მა­ტე­ბი­თი ეპი­ზო­დე­ბი, რო­მელ­თა და­ზუს­ტე­ბა­ზე მუ­შა­ობ­და შსს. ეს ინ­ფორ­მა­ცია რომ უნ­და გა­სა­ჯა­როვ­დეს და გა­ი­გოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ამა­ზე ორი აზ­რი არ არ­სე­ბობს. გა­მო­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყო არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი, არა­მედ უცხ­ო­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბიც, ამი­ტომ არ მგო­ნი­ა, აქ ხე­ლოვ­ნურ პრობ­ლე­მებ­თან გვქონ­დეს საქ­მე. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა სპეც­სამ­სა­ხუ­რებს არ სჩვე­ვი­ათ, შე­საძ­ლო­ა, ამ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ა ჰქონ­დათ და მა­თ ათანხმებდნენ. ზო­გა­დად, ასე­თი კლი­პის გან­თავ­სე­ბა ბევრ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ან ხე­ლოვ­ნუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის შექ­მნას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მი­ღე­ბუ­ლი ფორ­მა­ა, რო­ცა გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი ერ­თმა­ნეთს ამ მე­თო­დით ებ­რძვი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­გაჩ­ნი­ა, ცო­ტა უხერ­ხუ­ლია ამა­ზე ლაპარაკი.

ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ა ­(ექ­სპერ­ტი):

- ისეთ სპე­ცი­ფი­კურ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, საკ­მა­ოდ დი­დი ოპე­რა­ტი­უ­ლი ძი­ე­ბა და მე­ტი დრო სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე კრი­მი­ნა­ლურ გა­მო­ძი­ე­ბას. მათ ეს საქ­მე მოკ­ლე ხანში გა­მო­ი­ძი­ეს, არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს, ეს ეხე­ბა კი­ბერ­ტე­რო­რიზ­მის შემ­თხვე­ვას, რაც ახა­ლი ხი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და მე­გო­ნა, ამის დად­გე­ნას ერ­თი წე­ლი მა­ინც დას­ჭირ­დე­ბო­და. რო­გორც ჩანს, სა­მი­ნის­ტრომ ერ­თი თვე და­ი­ტო­ვა იმი­სათ­ვის, რომ პლ­უს­-მი­ნუს რა­ღაც ელე­მენ­ტე­ბი და­ე­მა­ტე­ბი­ნათ. ჩე­მი აზ­რით, ვი­ნა­ი­დან შსს ცა­იტ­ნოტ­ში­ა, "ჯი­ჰა­დის ვი­დე­ოს" საქ­მის და­ახ­ლო­ე­ბით 80% იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და 20%-ზე, შე­საძ­ლო­ა, პა­სუ­ხე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­ღოთ. საქ­მის სრულ გა­მო­ძი­ე­ბას ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. ჩე­მი აზ­რით, ამ კლი­პის გავ­რცე­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია სა­მი რგო­ლი - ლო­კა­ლუ­რი, რე­გი­ო­ნული (დო­კუ უმა­რო­ვის დაჯ­გუ­ფე­ბა) და სა­ერ­თა­შო­რი­სო ("თა­ლი­ბა­ნი"). ყვე­ლას თა­ვი­სი დამ­ქა­შე­ბი ჰყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში და შე­საძ­ლო­ა, ამ კლი­პის გავ­რცე­ლე­ბა სუ­ლაც მა­თი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­კავ­ში­რე­ე­ბის ნა­ხე­ლა­ვი­ა. არ გა­მოვ­რიცხ­ავ, განმეორდეს ლა­ფან­ყუ­რი-2, აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა იმ ვერ­სი­ა­საც, რომ ეს არის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ფან­დი, ვნა­ხოთ, - რომელს შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს სა­მი­ნის­ტრო და ყვე­ლა­ფე­რი ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა ნა­თე­ლი.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება? - შოკისმომგვრელი ვიდეო YouTube-იდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ