ბიძინა ივანიშვილი - აგერ ვარ და თავით ვაგებ პასუხს

ბიძინა ივანიშვილი - აგერ ვარ და თავით ვაგებ პასუხს

ეკონომიკაში იმაზე მეტი პრობლემებია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ამას ეკონომიკა არ ერქვა, რაც თქვენ გქონდათ. იქ სადაც ყველა ბიზნესმენი კონტროლდებოდა, იქ ინვესტორი, როგორც წესი, არ შედის. ჯერ უნდა გაიგოს პოტენციურმა ინვესტორმა და ამას ახერხებენ ადგილობრივი ბიზნესმენები, რომ შეიქმნა საინტერესო ბიზნეს გარემო საქართველოში. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ ბიზნესზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს, აგერ ვარ და თავით ვაგებ პასუხს, თუ ვინმე ასეთია, მას ვაგებინებ პასუხს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმა ყურადღება თანაინვესტირების ფონდის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა, რომელმაც როგორც მან აღნიშნა, შეიძლება ძალიან დიდი სარგებლობა მოუტანოს ქვეყანას მომავალში.

ივანიშვილმა სტრასბურგში დავით ბაქრაძესთან კამათიც გაიხსენა, რა დროსაც საუბარი ეკონომიკას შეეხებოდა. მისი თქმით, მან დეპუტატს სთხოვა სიცრუის ტირაჟირებისთვის თავი დაენებებინა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიხსება დაპირება, რომ მომდევნო წლები უკეთესი იქნება ეკონომიკური კუთხით. მისივე თქმით, არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს კერძო საკუთრებაში ხელების ფათურის უფლება.

ივანიშვილის განცხადებით, ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად, რაც შეეძლო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას დაეხმარა, უკვე 200-ზე მეტი საწარმო დაფინანსდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა