ბიძინა ივანიშვილმა რიჩარდ ნორლანდს იოგას მასწავლებელი შესთავაზა

ბიძინა ივანიშვილმა რიჩარდ ნორლანდს იოგას მასწავლებელი შესთავაზა

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე რიჩარდ ნორლანდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ძალიან ეფექტური, პროფესიონალი და პატიოსანი დიპლომატია.

"რიჩარდ ნორლანდი არის ძალიან ეფექტური, მაღალი პროფესიონალი, ძალიან პატიოსანი კაცი. არავის შეეპაროს ეჭვი, რომ რამეს ვაჭარბებთ. მახსოვს, იოგის მასწავლებელი შევთავაზე და გამაფრთხილა, ეს კორუფციას ჰგავსო. ასეთი კაცი გახლავთ ბატონი ნორლანდი", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.

ამავე შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა ვარაუდი გამოთქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ვეღარ მოასწრებს. როგორც ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, ბოლო გადაწყვეტილებით, ვიზიტი ნოემბრისთვის იყო შეთანხმებული, თუმცა "ალბათ ის ვერ მოხერხდება".

"დაპატიჟება მე მივიღე - პირველი დაპატიჟება მქონდა სწორედ აშშ-ში, თუმცა მაშინ ჩავთვალე, რომ არ იყო საუკეთესო დრო. ბოლოს უკვე რიჩარდმა მითხრა, ვიზიტი ნოემბერში დავგეგმოთო. მაშინ არ ვიცოდი მოვლენები როგორ განვითარდებოდა, ახლა ვფიქრობ, ალბათ ვერ მოხერხდება. რიჩარდსაც ვუთხარი, რომ ეს არ არის ძირითადი საკითხი. ეს არაფერს აფუჭებს. არაპოლიტიკოსი შეიძლება ჩავიდე, თუ ამის საჭიროება იქნება", - აღნიშნა პრემიერმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა