ალეკო ელისაშვილი - მისაჯირყვნად დაგვიძახეს და მიგვჯირყვნეს

 ალეკო ელისაშვილი - მისაჯირყვნად დაგვიძახეს და მიგვჯირყვნეს

მისაჯირყვნად დაგვიძახეს და მიგვჯირყვნეს, - ასე შეაფასა ტელეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრთან თოქშოუს წამყვანებისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსების შეხვედრა.

ელისაშვილის განცხადებით, მიუხედავად ცხარე კამათისა, მთავარია, რომ არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, მივიღეთ ისეთი ქვეყანა, როდესაც პირადად მას არ ეშინია, რომ პოლიცია "რაღაცას ჩაუდებს, გლდანის ციხეში ცემით გაბერავენ და ჯაშუშობას დააბრალებენ".

"კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებზე მიწევდა თავის მართლება. მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის აზრზე დარჩა, მე ჩემს აზრზე ვრჩები, როგორც აქამდე მიმყავდა გადაცემა, ზუსტად ისე წავიყვან. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს ცოტა სხვაგვარი წარმოდგენა აქვს ჟურნალისტიკაზე", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა