მიხეილ სააკაშვილმა "დაიცავი საქართველოს" წევრებს 100-ლარიანი ნათელმხილველები უწოდა

მიხეილ სააკაშვილმა "დაიცავი საქართველოს" წევრებს 100-ლარიანი ნათელმხილველები უწოდა

"აბა სამი მცდელობიდან გამოიცანით, ამ 100 ლარიანმა გულთმისანმა ნათელმხილველებმა საიდან გაიგეს, რომ დილაადრიან აქ ჩამოვიდოდი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში სტუმრობისას განაცხადა, სადაც მისი ჩასვლა "დაიცავი საქართველოს" წევრებმა გააპროტესტეს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველაფერი ნათელია "ვინ და რა უთხრა" მათ. "სამეგრელოში შევარდნაძის კადრები დაბრუნდნენ. შევარდნაძის დროს სამეგრელოს თავზე მოახვიეს ანთია და ბადრი ზარანდია. ზარანდია დღეს აღარ არის ცოცხალი. ახლაც ცდილობენ თავზე დაასვან იგივე ანთია და ვიღაც სიმახინჯეები, მაგრამ სამეგრელო არავის არ დაისვამს თავზე", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ანაკლიაში სტუმრობის პარალელურად, ორი აქცია გაიმართა. ერთი პრეზიდენტის მხარდამჭერი, ხოლო მეორე - "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა მიქაიას მიერ ორგანიზებული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა