ცესკო-მ პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცესკო-მ პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რიგითი ნომრები წილისყრით განსაზღვრა.

ცესკო-ს ინფორმაციით, რამდენიმე პრეზიდენტობის კანდიდატმა პირადად მიიღო წილისყრაში მონაწილეობა და საკუთარი რიგითი ნომერი თავადვე გამოავლინა.

რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ "ნაციონალური მოძრაობის", "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატებს. მათ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას საუკეთესო შედეგის მქონე მათი წარმდგენი პოლიტიკური პარტიების რიგითი ნომრები შეინარჩუნეს. შესაბამისად, დავით ბაქრაძის საარჩევნო ნომერი 5, გიორგი მარგველაშვილის 41, გიორგი თარგამაძის კი - 10 იქნება.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, რიგითი ნომრები შემდეგნაირად განისაზღვრა - მიხეილ სალუაშვილი - 16, შალვა ნათელაშვილი - 9, ნესტან კირთაძე - 12, გიორგი ლილუაშვილი - 2, სერგო ჯავახიძე - 3, ნინო ბურჯანაძე - 14 ლევან ჩაჩუა - 11, ავთანდილ მარგიანი - 19, კობა დავითაშვილი - 4, ნუგზარ ავალიანი - 20, ზურაბ ხარატიშვილი - 15, თეიმურაზ მჟავია - 22, გიორგი ჩიხლაძე - 13, თეიმურაზ ბობოხიძე - 8, აკაკი ასათიანი - 6, ნინო ჭანიშვილი - 7, ქართლოს ღარიბაშვილი - 17,ნ მამუკა ჭოხონელიძე - 18, თამაზ ბიბილური - 1, მამუკა მელიქიშვილი - 21.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა