გიო მგელაძე - გიორგი პრეზიდენტობაზე არც ფიქრობდა, პრეზიდენტობა უნდოდა კაკაბაძეს, ვასაძე კი პოეტობას აპირებდა

გიო მგელაძე - გიორგი პრეზიდენტობაზე არც ფიქრობდა, პრეზიდენტობა უნდოდა კაკაბაძეს, ვასაძე კი პოეტობას აპირებდა

ცოტა ხნის წინ ნინია კაკაბაძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე 25 წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა... ფოტოზე ასახულნი არიან გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, ირაკლი კაკაბაძე, გიო მგელაძე, მამაო გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე), ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი)...

შემდეგ, მეორე ფოტო საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გიო მგელაძემაც გამოაქვეყნა სათაურით - იგივე წელი, იგივე "სასტავი"... ორივე ფოტომ საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და რეჟისორი და სცენარისტი გიო მგელაძეც გულახდილ ინტერვიუზეც დაგვთანხმდა, რომელიც იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მონოლოგის ფორმით გთავაზობთ...

- ეს ფოტო გადაღებულია 1987 წელს. 17-18 წლისები ვართ. მარცხენა რიგში სხედან (მარცხნიდან) ირაკლი კაკაბაძე, ლევან ვასაძე, ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გიორგი მარგველაშვილი, ბერი, მამაო გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე) და მე - ანარქისტი-ქრისტიანი, პაციფისტი, მეომარი გიო მგელაძე... ნებისმიერი სისტემა, მათ შორის და მით უმეტეს, სახელმწიფო სისტემა ჩემთვის ბუნებრივად მიუღებელია... რაც თავი მახსოვს, კონფლიქტში ვარ ნებისმიერ სისტემასთან... მაგრამ მგონი გადავუხვიე...

მე და ირაკლი კაკაბაძე ბავშვობაში ქვიშხეთში დავმეგობრდით. თბილისში დაბრუნების მერე ირაკლიმ გიორგი და ლევანი გამაცნო, მე მეუფე შიო და მამაო გრიგოლი გავაცანი მას... შემდეგ ერთად გადავწყვიტეთ "დისიდენტური" ჟურნალის გამოცემა და ერთი ნომერი გამოვუშვით. გავაკეთეთ სატელევიზიო გადაცემა, რომელიც ერთხელ მოხვდა სატელევიზიო ეთერში. სატელევიზიო გადაცემიდან მოსახლეობას "დავემუქრეთ" კულტურული რევოლუციით, არტ-რევოლუციით. შევქმენით ახალგაზრდული მოძრაობა...

არ მახსოვს, ჩვენ ვთხოვეთ პატრიარქს რომ შეგვხვედროდა თუ პატრიარქმა დაგვპატიჟა. მახსოვს ამ შეხვედრაზე მხოლოდ ელიზბარი (მეუფე შიო) არ ემთხვია ხელზე პატრიარქს. "მამაკაცს ხელზე არ ვაკოცებო". ახლა ის ეპისკოპოსია, ქორ-ეპისკოპოსი... ამ ფოტოზე ყველანი ძალიან სერიოზულები ვართ, ამ დროს, მახსოვს აუდიენცია 2 საათი გაგრძელდა, ყოფნა-არ ყოფნაზეც მხიარულად ვსაუბრობდით, ჩვენ, ახალგაზრდა მაქსიმალისტები და ბრძენი ილიაც და ძალიან ბევრი ვიცინეთ. პატრიარქი მოვიდას ნაცვლად "მოიდას" იძახის და ყველა "მოიდაზე" ექვსივე "მაქსიმალისტი" სიცილით "ვიხეოდით", რაზეც პატრიარქს ეღიმებოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე - "მაშინ გიორგი პრეზიდენტობაზე არც ფიქრობდა, პრეზიდენტობა უნდოდა ირაკლის (კაკაბაძეს), ლევანი (ვასაძე) კი პოეტობას აპირებდა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია