არჩილ კბილაშვილი - ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე ინფორმაცია გონივრულ ვადაში გავრცელდა

არჩილ კბილაშვილი - ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე ინფორმაცია გონივრულ ვადაში გავრცელდა

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გონივრულ ვადაში მოხდა.

"ამა თუ იმ გამოძიების დასრულების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გონივრულ ვადაში, ეს ვადა კი დამოკიდებულია ამა თუ იმ საქმეზე. თუ საქმე გარკვეული ნიშნით პოლიტიკურ შემადგენლობასაც შეიცავს, მაშინ მისი გავრცელება შეიძლება გარკვეული დროის თვალსაზრისით იქნას შეფერხებული, სანამ არ დადგინდება და არ დაზუსტდება რაღაც პარამეტრები. ასე რომ, ვფიქრობ, ამ თემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება განხორციელდა გონივრულ დროში", - განუცხადა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

მისივე განმარტებით, ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე საგამოძიებო საქმიანობას მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, პროკურატურა კი მას, ისე როგორც ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საპროკურორო ზედამხედველობას უწევს.

"ის დოზა ინფორმაციის, რაც მოგეწოდათ, ესაა საჯაროდ განკუთვნილი ინფორმაცია, ყველა დანარჩენი ამ საქმის თავისებურების გამო რჩება საქმეში და კვლავინდებურად, თუკი რაიმე დამატებითი სიახლე იქნება, შსს მიაწვდის საზოგადოებას", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების შეკითხვას, საქმის გახსნის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება ხომ არ დააჩქარა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, მთავარი პროკურორი აღნიშნულს გამორიცხავს და განმარტავს, რომ მსგავს მოსაზრებას არ ეთანხმება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ