კოკო როინიშვილს გოგონა შეეძინა

კოკო როინიშვილს გოგონა შეეძინა

მსახიობ კოკო როინიშვილსა და მის მეუღლეს, ანი იმნაძეს 4 საათის წინ გოგონა შეეძინათ. ბავშვი 3 კილოგრამსა და 500 გრამს იწონის. სიგრძე - 50 სანტიმეტრია. მამა პირველი შვილის დაბადებას სამშობიარო ბლოკში არ დასწრებია, როგორც ამბობს, ბლოკს მიღმა ინერვიულა.

კოკო როინიშვილი:

- შეიძლება ითქვას, რომ სამშობიარო ბლოკში ბოლომდე ვიყავი, მაგრამ ვეღარ გავძელი და გამოვედი. თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბავშვი და დედა თავს კარაგად გრძნობენ.

- რა დაარქვით პატარას?

- გოგონას მარიამი დავარქვით. ის მამიდის მოსახელე და მოგვარეა.

- გარეგნულად ხომ არ ჰგავს მას?

- ჯერ არ ვიცი. საერთოდ, გაოგნებული ვარ, - მარიამი ხომ სულ რაღაც 4 საათი წინ მოევლინა ქვეყანას...

"ამბები.გე" კოკო როინიშვილსა და მის მეუღლეს, ანი იმნაძეს პირველი შვილის შეძენას ულოცავს.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია