10 წლის გიორგი ჯიშკარიანი სიცოცხლისთვის იბრძვის

10 წლის გიორგი ჯიშკარიანი სიცოცხლისთვის იბრძვის

10 წლის გიორგი ჯიშკარიანი სიცოცხლით სავსე ბიჭია და ყოველდღიურად იბრძვის ამ სიცოცხლის გასაგრძელებლად...

ბავშვმა 2 ძმა დაკარგა, ორივე ერთნაირი, თუმცა ჯერ კიდევ დაუდგენელი დიაგნოზით. ორივე მათგანმა სიცოცხლის ბოლო წლები რეანიმაციაში აპარატზე შეერთებულმა გაატარა... ჯიშკარიანების ოჯახის სულისშემძვრელ ტრაგედიაზე რამდენიმე თვის წინ "კვირის პალიტრა" წერდა (იხ. სტატია).

გიორგი ბევრჯერ გამოძვრა კრიტიკული მდგომარეობიდან და სიკვდილს გადაურჩა... ოჯახმა ამდენი ტკივილის და წამების შემდეგ, კეთილი ადამიანების თანადგომის შედეგად, მოახერხა გიორგის გერმანიაში სამკურნალოდ წაყვანა. გერმანელი ექიმები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ბავშვისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმას, რადგან დაავადება ძალიან რთული და იშვიათია...

გიორგის მკურნალობის გაგრძელება ესაჭიროება, თუმცა ოჯახს თანხა გერმანიის კლინიკაში ამოეწურა და იძულებული გახდა, მკურნალობის დასრულებამდე დაბრუნებულიყო საქართველოში. ახლა ჯიშკარიანები ისევ კეთილი ადამიანების იმედად და გიორგის გადარჩენის მოლოდინში არიან...

ვისაც მცირედი დახმარება შეგიძლიათ გაუწიოთ ოჯახს,

დარეკეთ მაგთიდან, ჯეოსელიდან და ბილაინიდან: 0901700703

ანგარიშის ნომერი "საქართველოს ბანკში": GE55BG0000000294612100 მიმღები: ია კოხრეიძე (დედა, პირადი ტელ: 595530270)

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია