მამა თეოდორე: ჯარისკაცი რომ ვიყო, მეჩეთში არ შევიდოდი და მოლას თავს არ დავალოცინებდი

მამა თეოდორე: ჯარისკაცი რომ ვიყო, მეჩეთში არ შევიდოდი და მოლას თავს არ დავალოცინებდი

ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე, ქართველი სამხედროები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად, "ჯუმა მეჩეთში" მივიდნენ. მისიაში მონაწილე სამხედროები, საქართველოს სრულიად მუსლიმთა კავშირის შეიხს, ვაგიფ აქპეროვს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი მუსლიმური ტრადიციებისა და ადათ-წესების უკეთესად გაცნობა იყო. "ანალოგიური შეხვედრები, ჩვენს სამხედროებს ხელს შეუწყობს, უფრო ეფექტურად მოიპოვონ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა" - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

შეიხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ისლამის შესახებ ლექცია წაუკითხა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული შეზღუდვები, ასევე ავღანელი ხალხის ადათ-წესები გააცნო. ლექციის ბოლოს, შეიხმა სამხედროები დალოცა და მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. განსაკუთრებული უკმაყოფილება კი ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებმა გამოხატეს. ჩვენ ამ თემაზე სასაუბროდ მამა თეოდორე გიგნაძეს ვეწვიეთ.

მამა თეოდორე გიგნაძე:

- ასეთი შეხვედრა შესაძლებელია, როდესაც მიდიან ისეთ მისიაზე, სადაც ისლამური გარემო და წესებია, იმისთვის, რათა სამხედროებს იქ არსებულ გარემოზე წარმოდგენა შეუქმნან. თუმცა, სიტყვაზე, მე თუ ვიცი, რომ იქ მივალ და მუსლიმების სასულიერო პირმა უნდა დამლოცოს, ეს ცოტა გაუგებარი და არასწორი საქციელია ქრისტიანის მხრიდან.

- რატომ?

- იმიტომ, რომ თუ ადამიანმა იცის და გააზრებული აქვს, რომ ის ქრისტიანია და ეს არის ჭეშმარიტება, ის სხვის დალოცვას არ საჭიროებს. თუ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს შემთხვევით შევხვდი და მან საკუთარი სურვილით დამლოცა, ამას კეთილ ნებად მივიღებ. ათეისტმაც რომ დამლოცოს, - ჯანმრთელად იყავიო, - მაგასაც კი მივიღებ, აბა, რატომ დამლოცეო, ხომ არ ვეტყვი. ანუ გააჩნია სიტუაციას, - ჩვენ ძალზე ხშირად ერთი შეხედვით ვაფასებთ ამა თუ იმ მოვლენას. თუკი ეს იყო ტრენინგი, ან სწავლება, ამაში ახალი არაფერია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დროს, ავღანეთში ჯარისკაცებს რომ გზავნიდნენ, მაშინაც ტარდებოდა სპეციალური ტრენინგი, იმაზე, თუ რა ხდებოდა ავღანეთში. მაგრამ თუ ადამიანს იქაური ყოფა-ცხოვრება აინტერესებს, ინსტრუქტორმა უნდა ასწავლოს და ვერ ვხვდები, რა საჭიროა სასულიერო პირი?!.

- იმის თქმა გინდათ, რომ ეს ცოდვაა?

- ვიმეორებ, საბჭოთა კავშირის ავღანეთში ჯარები რომ შეჰყავდა, მათაც უტარებდნენ ტრენინგებს, მაგრამ სპეციალისტები და არა სასულიერო პირები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია