რამდენით გაიზარდა დეკრეტული შვებულების ვადა და ანაზღაურება

რამდენით გაიზარდა დეკრეტული შვებულების ვადა და ანაზღაურება

27 სექტემბერს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც დეკრეტული შვებულების ვადისა და ანაზღაურების გაზრდას ეხება. მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 477 დღიდან 730 კალენდარულ დღემდე გაიზარდა. ასევე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურდება 183 კალენდარული დღე, ნაცვლად 126 დღისა. გართულებული მშობიარობის ან ტყუპის შეძენის შემთხვევაში 140 დღის ნაცლად 200 დღე ანაზღაურდება.

მოქმედი კანონმდებლობით ანაზღაურებადი შვებულების გასაცემი თანხა 600 ლარს შეადგენს, ახალი კანონმდებლობით კი თანხა 1.000 ლარი ხდება. ეს ნორმა ძალაში 2014 წლიდან შევა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამისთვის, დაახლოებით, 3,5 მილიონი ლარი გამოიყოფა.

გვესაუბრება ჯანმრთელობის და­ცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გუგული მაღრაძე.

- რატომ გააპროტესტეს პარლამენტში ეს ცვლილებები?

- ცვლილებები ნაციონალმა დეპუტატებმა და ბიზნესმენებმა გააპროტესტეს. მათი მოსაზრებით, ცვლილებამ, შესაძლოა, შეაფერხოს ახალგაზრდა ქალების სამსახურში მიღება. კერძო სტრუქტურებს ხელს არ აძლევს, რომ ქალბატონი 6 თვე იყოს დეკრეტულ შვებულებაში, ან ორი წელი შეუნახონ ადგილი. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, გაცილებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელი დედა და ბავშვი, ვიდრე ის მოგება, რაც შეიძლება კერძო მეწარმემ ნახოს.

ესაუბრა ლამუნა ირემაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია