უქმნის თუ არა ქრისტიანობას საფრთხეს თანამედროვე ტექნიკური მიღწევები

უქმნის თუ არა ქრისტიანობას საფრთხეს თანამედროვე ტექნიკური მიღწევები

ცოდ­ვილ აზ­რებ­თან და მიდ­რე­კი­ლე­ბებ­თან ბრძო­ლას წმინ­და მა­მებ­მა "უ­ხი­ლა­ვი ბრძო­ლა" უწო­დეს. დღეს ეს ბრძო­ლა უფ­რო მძი­მე და რთუ­ლი გახ­და, რად­გან თა­ნა­მედ­რო­ვე ყო­ფამ ადა­მი­ა­ნებს უამ­რა­ვი საც­დუ­რი მო­უ­ტა­ნა. სწო­რედ ამ საც­დურ­თა შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ წმინ­და იო­ა­ნე ღვთის­მეტყ­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მოძღ­ვარს, დე­კა­ნოზ გი­ორ­გი სხირ­ტლა­ძეს:

- პირ­ველ რიგ­ში, ქრის­ტი­ა­ნი უნ­და ზრუ­ნავ­დეს ში­ნა­გან ცხოვ­რე­ბა­ზე, რაც თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს, რომ მას გა­რე­გა­ნი კე­თილ­დღე­ო­ბა ან გარ­თო­ბა ნაკ­ლე­ბად უნ­და აღელ­ვებ­დეს. ად­რე არ არ­სე­ბობ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კა, არც ტე­ლე­ვი­ზო­რი და კომ­პი­უ­ტე­რი ჰქონ­დათ, მაგ­რამ ცოდ­ვას მა­ინც სჩა­დი­ოდ­ნენ. თუ­კი ადა­მი­ა­ნე­ბი მიდ­რე­კილ­ნი არი­ან გარ­თო­ბი­სა და ექ­სტრა­ვერ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა­კენ, ეს მა­თი მის­წრა­ფე­ბე­ბის ბრა­ლია და არა ტექ­ნი­კი­სა. თუ ში­ნა­გა­ნი ცხოვ­რე­ბა უფ­რო გვა­ღელ­ვებს, მა­ინც ში­ნა­გა­ნი ცხოვ­რე­ბით ვიცხ­ოვ­რებთ, ხო­ლო თუ ამაო საქ­მე­ე­ბის­კენ ვართ მიდ­რე­კი­ლი, მა­ინც ამა­ოს ავირ­ჩევთ, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კა არა­ფერ შუ­ა­ში­ა. ცდუ­ნე­ბე­ბი ყო­ველ­თვის იყო - ან­ტი­კურ ხა­ნა­შიც და შემ­დე­გაც: ძა­ლა­უფ­ლე­ბა, სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა, ალ­კო­ჰო­ლი, ნარ­კო­ტი­კი, მაგ­რამ ქრის­ტი­ა­ნე­ბი ამ ცდუ­ნე­ბებს არ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ. ცოდ­ვის ჩა­სა­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლი სუ­ლაც არ არის, რომ უმაღ­ლე­სი დო­ნის კომ­პი­უ­ტე­რი ან სმარ­ტფო­ნი გვქონ­დეს­. ტექ­ნი­კამ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს მე­ტი ბიძ­გი და სტი­მუ­ლი მის­ცეს ცოდ­ვის ჩა­სა­დე­ნად.

- ხომ შე­იძ­ლე­ბა ტექ­ნი­კუ­რი მიღ­წე­ვე­ბი, თუნ­დაც იგი­ვე კომ­პი­უ­ტე­რი, ან ტე­ლე­ვი­ზო­რი ადა­მი­ან­მა სი­კე­თის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს?

- პირ­და­პირ გი­პა­სუ­ხებთ: შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს და­ნით პუ­რიც მო­უჭ­რა და ხე­ლიც მო­აჭ­რა, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს ბოთ­ლით წყა­ლი და­ა­ლე­ვი­ნო და იგი­ვე ბოთ­ლი თავ­ში ჩა­არ­ტყა. (შენ­დო­ბას ვითხ­ოვ ამის თქმის გა­მო). გა­აჩ­ნია რას რის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ. თუ­კი ჩვენ გვაქვს სა­პატ­რი­არ­ქოს ტე­ლე­ვი­ზი­ა, თუ­კი გვაქვს რე­ლი­გი­უ­რი გა­და­ცე­მე­ბი, ქა­და­გე­ბე­ბი, რე­ლი­გი­უ­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ა, მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა, რომ ტექ­ნი­კუ­რი მიღ­წე­ვე­ბიც ღვთის სა­დი­დებ­ლად იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. თა­ვის­თა­ვად, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სტი­ქია არც კე­თი­ლია და არც ბო­რო­ტი. ხომ არ შე­იძ­ლე­ბა კე­თი­ლი, ან ბო­რო­ტი იყოს წყა­ლი, ცეცხ­ლი, მი­წა, ან ჰა­ე­რი? წყალ­მა შე­იძ­ლე­ბა მორ­წყოს, გა­აგ­რი­ლოს, წყურ­ვი­ლი მო­უკ­ლას ადა­მი­ანს და ამა­ვე დროს ყვე­ლა­ფე­რი წა­ლე­კოს, მოს­პოს. მზემ შე­იძ­ლე­ბა მი­წა გა­ათ­ბოს და გააღ­ვი­ვოს, მაგ­რამ ამა­ვე დროს გვალ­ვა და უბე­დუ­რე­ბა მო­ი­ტა­ნოს. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა სუფ­თა ჰა­ე­რი შე­ი­სუნ­თქოს და შე­იძ­ლე­ბა იმა­ვე ჰა­ე­რით მო­ი­წამ­ლოს, მით უმე­ტეს დღეს, რო­ცა ჩვენს ირ­გვლივ ბევ­რი რამ მო­წამ­ლუ­ლი­ა. სულ ოთხი სტი­ქია არ­სე­ბობს და ინ­ფორ­მა­ცი­ულ სტი­ქი­ას მე მე­ხუ­თე სტი­ქი­ას და­ვარ­ქმვე­დი. გა­აჩ­ნი­ა, რის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს მას ადა­მი­ა­ნი. ინ­ფორ­მა­ცია შე­იძ­ლე­ბა ღვთის სა­დი­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნო და სიბ­რძნედ აქ­ცი­ო, მაგ­რამ ამა­ვე დროს, შე­იძ­ლე­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ წარ­გწყმი­დოს, ერეს­ში ჩა­გაგ­დოს და სა­ბო­ლოო ჯამ­მში დაგ­ღუ­პოს კი­დეც. არ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ტე­ლე­ვი­ზო­რი ცუ­დი­ა, ან კომ­პი­უ­ტე­რია კარ­გი, და­ნა ცუ­დი­ა, ან ბოთ­ლია კარ­გი. ის, რაც უფ­ლის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გე­ბა, კარ­გია და მო­სა­წო­ნი. ყვე­ლა­ფე­რი ხომ ისე­დაც უფ­ლის მი­ერ არის შექ­მნი­ლი? რამ­დე­ნი ვაშ­ლი ჩა­მო­ვარ­დნი­ლა მი­წა­ზე, მაგ­რამ ყო­ველ­თვის გრა­ვი­ტა­ცი­ის კა­ნო­ნი არ აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ. შე­იძ­ლე­ბა ვაშ­ლი და­გე­ცეს და წყევ­ლა-­კრულ­ვა, ან გი­ნე­ბა და­იწყო და შე­იძ­ლე­ბა ამ დროს გრა­ვი­ტა­ცი­ის კა­ნო­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნო - გა­აჩ­ნი­ა, რას რის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებ.

- მა­მა­ო, ალ­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებ­საც უნ­და გავ­ცეთ პა­სუ­ხი, ვინც ამ­ბობს - რად უნ­და სა­სუ­ლი­ე­რო პირს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, ავ­ტო­მან­ქა­ნა, ან კომ­პი­უ­ტე­რი­ო...

- ეს არ არის ისე­თი რამ, რაც ადა­მი­ა­ნებს ჩვე­ნი კრი­ტი­კის უფ­ლე­ბას მის­ცემს. მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რი არის მრევ­ლთან, ნაც­ნობ ადა­მი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბის, საქ­მის მოგ­ვა­რე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ის ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში მოყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა­ცა­ა. ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს დღეს მო­ბი­ლუ­რი და მოძღ­ვა­რიც ადა­მი­ა­ნი­ა. მგო­ნი ყვე­ლა ვი­ყე­ნებთ მაკ­რა­ტელს, კბი­ლის ჯაგ­რისს, ან კოვზს - სა­სუ­ლი­ე­რო პირს ამ საგ­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ხომ ვერ აუკ­რძა­ლავთ? დრო გა­დის და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ამ თა­ვი­სი მიღ­წე­ვე­ბი მო­ი­ტა­ნა. თუ ად­რე ადა­მი­ა­ნი ჩო­ჩო­რით და ვი­რით და­დი­ო­და, ახ­ლა მან­ქა­ნით და­დის და ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ის ცოდ­ვას სჩა­დის. თუ ჩვენ გვინ­და ეს საგ­ნე­ბი ვი­ღა­ცა­ზე დო­მი­ნი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად ვაქ­ცი­ოთ, ეს ცოდ­ვა­ა, მაგ­რამ თუ მან­ქა­ნას გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად მი­ვიჩ­ნევთ, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა­ა. ეს იგი­ვე­ა, რაც სა­ა­თი, რო­მე­ლიც დროს გვაჩ­ვე­ნებს და ეს დრო ღვთის სა­დი­დებ­ლად უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ამა­ვე დროს, შე­იძ­ლე­ბა არც მან­ქა­ნა გყავ­დეს, არც ტე­ლე­ფო­ნი გე­დოს ჯი­ბე­ში, მაგ­რამ ადა­მი­ანს ისე გა­ხე­დო, ან ისე­თი რამ უთხ­რა, რომ ის დღე მო­უშ­ხა­მო და მო­უს­პო. შე­იძ­ლე­ბა კომ­პი­უ­ტე­რი არ გქონ­დეს, მაგ­რამ ისე­თი რამ თქვა, რომ შე­ნი ამ­პარ­ტავ­ნე­ბა ერთ წამ­ში და­ამ­ტკი­ცო. ამა­ვე დროს, შე­იძ­ლე­ბა კომ­პი­უ­ტე­რით მე­გო­ბარს, ან მრევლს და­უ­კავ­შირ­დე, და­ა­რი­გო, და­ამ­შვი­დო და სუ­ლი გა­უთ­ბო... სხვა­თა შო­რის, "ი­უ­თუბი­ზე" ბევ­რი ჩე­მი ქა­და­გე­ბაა ატ­ვირ­თუ­ლი და ის, ვინც სა­ქარ­თვე­ლო­დან არის წა­სუ­ლი ან თუნ­დაც წირ­ვა­ზე ვერ მო­ვი­და, დაჯ­დე­ბა კომ­პი­უ­ტერ­თან და მო­უს­მენს. ეს მეც მსი­ა­მოვ­ნებს იმი­ტომ, რომ ჩე­მი ქა­და­გე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სა­ხით შე­ი­ნა­ხა. ცუდს ნუ გა­ა­კე­თებ, ნუ­რა­ვის გა­ნი­კითხ­ავ, სხვის უბე­დუ­რე­ბა­ზე შენს ბედ­ნი­ე­რე­ბას ნუ აა­გებ და და­უ­რე­კე, მის­წე­რე, გა­ავ­რცე­ლე სი­კე­თე და უფ­ლის კურ­თხე­ვა, თუ­კი ამის სა­შუ­ლე­ბა გაქვს, გა­ნა ეს გან­კითხ­ვის სა­გა­ნი უნ­და იყოს?

ესაუბრა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია