"აუტო ბილდის" ავტოშოუ მეტეხის ხიდზე და მძლეოსანი, რომელიც ავტომობილებს კბილებით გაწევს

"აუტო ბილდის" ავტოშოუ მეტეხის ხიდზე და მძლეოსანი, რომელიც ავტომობილებს კბილებით გაწევს

ჟურნალ "აუტო ბილდის" ორგანიზებულ ავტოშოუზე, 19 წლის მძლეოსანი გურამ უსტიაშვილი ავტომობილების კბილებით გაწევაში, მსოფლიო რეკორდს დაამყარებს.

ჟურნალ "აუტო ბილდის" ტრადიციული ავტოშოუ დღეს, მეტეხის ხიდზე, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. რეკორდის დამყარებამდე, გუშინ, გურამ უსტიაშვილმა მეტეხის ხიდზე წინასარეკორდო ჩვენება გამართა და ერთმანეთზე თოკებით გადაბმული სამი ავტომანქანა კბილებით დაძრა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გურამ უსტიაშვილმა განაცხადა, ის მსოფლიოში პირველია, რომელმაც ერთდროულად 3 ავტომობილის დაძვრა შეძლო.

დღეს დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ ანტიკვარულ, ხელნაკეთ, სპორტულ და ოფროუდის ავტომობილებს, ასევე ისარგებლონ სპეციალურად თბილისობისთვის გაკეთებული ფასდაკლებით ახალ ავტომობილებზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: "ნისანის", "მიცუბიშის", "ფიატის", "რენოს", "მაზდას", "ნივას" უახლესი მოდელები. ანტიკვარული და ახალი ავტომობილების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ღონისძიების ფარგლებში ორგანიზატორები ავტომოყვარულებს არაერთ საინტერესო სანახაობას ჰპირდებიან.

სპეციალურად ავტოშოუსთვის, საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაცია და მოტო-კლუბი მოაწყობენ გრანდიოზულ სანახაობას, დრიფტ შოუს.

პროგრამის ფარგლებში, 15.00 საათზე, 19 წლის მძლეოსანი გურამ უსტიაშვილი, ავტომობილების კბილებით გაწევაში მსოფლიო რეკორდს დაამყარებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია