ნინო ბურჯანაძის ბილბორდი ბასრი საგნებით დახვრიტეს

ნინო ბურჯანაძის ბილბორდი ბასრი საგნებით დახვრიტეს

თელავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ნინო ბურჯანაძის სარეკლამო ბილბორდი დააზიანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კახეთის რეგიონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ვალერი შოშიაშვილმა განუცადა, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

"ნინო ბურჯანაძის სარეკლამო ბანერს, წუხელ, გვიან ღამით ბასრი საგნები ესროლეს და დააზიანეს. ეს არის ცხრაწლიანი რეჟიმის გაგრძელება, რომელსაც "ნაციონალური ოცნება" ერთად ახორციელებს. ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავებს და იმედი მაქვს, მყისიერად დაადგენენ, თუ ვინ დააზიანა ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის სარეკლამო ბანერი", -განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.

სოციალურ ქსელებში ნინო ბურჯანაძის ბილბორდის კიდევ ერთი ფოტო ვრცელდება, რომელიც თელავის შემთხვევისგან განსხვავებით, ფოტომონტაჟია. ფოტომონტაჟში ბურჯანაძის გამოსახულება სარეკლამო სლოგანის ქვეშ - ”სამართლიანობა ყველგან და ყოველთვის”, გისოსებშია ჩასმული.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა