"ჩემზე ამბობენ, რომ ერთი მილიონი კაზინოში წავაგე!.."

"ჩემზე ამბობენ, რომ ერთი მილიონი კაზინოში წავაგე!.."

წინა მთავრობა ნარკომანობასა და ლოთობას აბრალებდა. ასეთ ცილისწამებას ზურა იმ განცხადებებს მიაწერს, რომლიც მან ნაცმოძრაობის საწინააღმდეგოდ რამდენჯერმე გააკეთა. დღეს პარლამენტარი და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატია, მაგრამ ამ პოსტით უკმაყოფილოა. ამბობს, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის, რომ მან საკუთარი ვალი ხალხის წინაშე მოიხადა და ახლა კვლავ სპორტში გადაბარგებას ფიქრობს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მანამდე პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებზე, ჭორებსა და პირად ცხოვრებაზე ზურა ზვიადაური ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრებს.

- ზურა, სპორტიდან პოლიტიკაში გადმობარგება შენთვის ერთგვარი ტრამპლინი იყო?

- არანაირი ტრამპლინი არ ყოფილა. ყოველთვის ვფიქრობდი და დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაც იცის. არ არის გამორიცხული, პარლამენტი დავტოვო.

- ნანობ ამ ნაბიჯს?

- არ ვნანობ, იმიტომ, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა. ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. ყველას კარგად ახსოვს, რას უშვრებოდა ის მთავრობა ხალხს. მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა უნდა გავერთიანებულიყავით და ასე მოვიქეცი მეც. ეს ნაბიჯი სავარძლისა და პარლამენტში მანდატისთვის არ გადამიდგამს. ასე ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნისთვის მოვიქეცი. მარტო ციხის კადრების გახსენება რად ღირს.

- ამ კადრების გავრცელებამდე არ გქონდა გადაწყვეტილი პოლიტიკაში მოსვლა?

- ნაცმოძრაობისგან ამ კადრებამდე ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდი. ჩემი ლაფში ამოსვრისთვის ყველანაირ ხერხს იყენებდნენ. რა აღარ დამაბრალეს.

- რატომ?

- მათი ყურმოჭრილი მონა რომ არ გავხდი, იმიტომ. ერთხელ ბადრი პატარკაციშვილის სასარგებლოდ გავაკეთე განცხადება. მაშინ ერთ-ერთმა კორესპონდენტმა მითხრა, არ გეშინია, ამ განცხადებას რომ აკეთებო? ამას მოჰყვა სპორტსმენების დაბარება. დავით ნამგალაურმა დაგვიბარა და გვითხრა, რომ სააკაშვილის სასარგებლოდ რაღაც დოკუმენტზე მოგვეწერა ხელი. გუნდურად ვუთხარით უარი. იქიდან რომ წამოვედით, ნამგალაური სათითაოდ ურეკავდა სპორტსმენებს და აჰყავდა უკან. რამდენიმე ვირთხა მიტრიალდა და მოაწერა ხელი. მე რომ დამირეკა, მკითხა, მიშა გეძახის, არ მოდიხარო? მე სპორტსმენი ვარ და არა პოლიტიკოსი-მეთქი, ვუპასუხე და გამოვრთე ტელეფონი. ერთი კვირის განმავლობაში ტელეფონი არ ჩამირთავს. ამას მოჰყვა ხმები, რომ ზვიადაური "ბასიაკია" , ნარკომანია. სპორტულ შეკრებებზეც აღარ მეპატიჟებოდნენ. ადამიანის ლაფში ამოსვრა ყველაზე კარგად ეხერხებოდა ნაცმოძრაობას. ერთ-ერთი სპორტსმენიც იყო ამ ცილისწამებაში გარეული, დღეს პარლამენტარი რომ არის... ასე რომ, მინდოდა, იმ სისტემის დანგრევაში მეც შემეტანა წვლილი. სანამ საკუთარ ტყავზე არ გამოვცადე, ვერ მივხვდი, რა ხალხთან გვქონდა საქმე. აღარაფერს ვამბობ "ოლიმპიურ ვარსკვლავზე" ... საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ არის საფრთხე. ცხრათავიან გველეშაპს 8 თავი მოვკვეთეთ. ერთი დარჩა და იმ ერთსაც მოვაჭრით 27 ოქტომბერს. აი, მერე კი სერიოზულად დავფიქრდები პოლიტიკიდან წასვლაზე. ის დაპირებებიც მაკავებს, ჩემს ახმეტელებს რაც მივეცი, მინდა, დროულად შევასრულო დაპირებები.

- დღეს შენთვის რა არის ყველაზე რთული?

- ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკაზე არ გვესაუბრა (იღიმება).

- მაგრამ ვერ ავცდით... ხშირად გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ პარლამენტში არ აქტიურობ.

- პარლამენტში მართლაც არ ვაქტიურობ, მაგრამ ვაქტიურობ ახმეტაში, იმ ხალხისთვის ვმუშაობ, ვინც მანდატი მომცა, ვინც მენდო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია