ყველაზე იაფი, უსაფრთხო და მეგობრული ქვეყნების რეიტინგში საქართველო მეორე ადგილზეა

ყველაზე იაფი, უსაფრთხო და მეგობრული ქვეყნების რეიტინგში საქართველო მეორე ადგილზეა

ინტერნეტ-გამოცემა kimeshan.com-მა მკითხველს ყველაზე უსაფრთო, იაფი და მეგობრული ქვეყნების რეიტინგი შესთავაზა. 15 ქვეყანას შორის საქართველო მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

"ეს ქვეყნები ნამდვილი ოქროა. შეგიძლიათ, გაითვალისწინოთ ეს რეიტინგი და მომავალი შვებულებისთვის რომელიმე მათგანი შეარჩიოთ. ჩვენს მშვენიერ პლანეტაზე 15 ყველაზე იაფი, მეგობრული და უსაფრთხო ქვეყანაა", - მითითებულია სტატიაში.

რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. მაკედონია

2. საქართველო

3. არაბთა გაერთიანებული საამიროები

4. მაროკო

5. ჰონგკონგი

6. მონტენეგრო

7. მალტა

8. ტაივანი

9. ეთიოპია

10. ტაილანდი

11. ესტონეთი

12. შრი-ლანკა

13. ნეპალი

14. ბოსნია და ჰერცეგოვინა

15. პორტუგალია

ამასთან, სტატიაში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა ცალკეულ კატეგორიებში - "ყველაზე მეგობრული ქვეყნები", "ნაკლებად მეგობრული ქვეყნები", "ყველაზე იაფი ქვეყნები", "ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნები", "ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები", "ნაკლებად უსაფრთხო ქვეყნებია" წარმოდგენილი. ამ კატეგორიების რეიტინგი ასე გამოიყურება:

ყველაზე მეგობრული ქვეყნები: ისლანდია, ახალი ზელანდია, მაროკო, მაკედონია, ავსტრია

ნაკლებად მეგობრული ქვეყნები: ბოლივია, ვენესუელა, რუსეთი, ქუვეითი, ლატვია

განსაკუთრებით აღსანიშნავი: სამხრეთ აფრიკა, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები

ყველაზე იაფი ქვეყნები: ინდოეთი, პაკისტანი, ნეპალი, ბოლივია

ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნები: ნორვეგია, შვეიცარია, ავსტრალია, ლუქსემბურგი, დანია

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები: იაპონია, ტაივანი, ჰონგკონგი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალტა

ნაკლებად უსაფრთხო ქვეყნები: ვენესუელა, ტრინიდანი და ტობაგო, სამხრეთ აფრიკა, კენია, პუერტო-რიკო

განსაკუთრებით აღსანიშნავი: დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები

სტატიაში მითითებულია, რომ საფრანგეთსა და იტალიაში ინგლისურენოვანი ტურისტები იშვიათად გრძნობენ თავს კომფორტულად, ვინაიდან ადგილობრივებს შეკითხვებზე ინგლისურ ენაზე პასუხის გაცემა არ უყვართ.

მომზადებულია kimeshan.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია