"დეფი იგივეა თანამედროვე ქართველი პოეტებისთვის, რაც ქრისტე თავისი მოციქულებისთვის - მწყემსი"

"დეფი იგივეა თანამედროვე ქართველი პოეტებისთვის, რაც ქრისტე თავისი მოციქულებისთვის - მწყემსი"

სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით ფოტოგრაფმა ზურაბ ცერცვაძემ ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატის "საიდუმლო სერობა"-ს საკუთარი ინტერპრეტაცია გაავრცელა. ზურაბ ცერცვაძის მიერ გაკეთებულ ფოტოზე მოციქულების ნაცვლად თანამედროვე ქართველი პოეტები არიან გამოსახული. ჩვენ დაუკავშირდით ფოტოს ავტორს და ვთხოვეთ აეხსნა, თუ რატომ გადაწყვიტა მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება

ზურაბ ცერცვაძე:

- მოგეხსენებათ, ამ სურათის ბევრი ვერსია არსებობს, სხვადასხანაირი კონტექსტით: მომღერლების, მსახიობების და სხვ. როცა ეს ფოტოები ვნახე, გამიჩნდა იდეა, რომ მეც გამეკეთებინა რაიმე. საქართველოში თანამედროვე პოეზიას ბოლო დღეები აქვს ანუ აქვს უკანასკნელი სერობა. ჩემი აზრით, ჩვენთან პოეზია კვდება. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ამ სურათს არავითარი რელიგიური დატვირთვა არ აქვს, რელიგიის უპატივცემულობა არც მიფიქრია. მე უბრალოდ ცნობილი ნამუშევრის ფონი ავიღე დეკორაციად.

- სურათზე მაცხოვრის ადგილას დააყენეთ დეფი გოგიბედაშვილი, რატომ ის?

- მე ვთვლი, რომ თუკი ვინმეს ეკუთვნოდა ამ ადგილას ყოფნა, ეს უპირველესად დეფია.

- ანუ დღევანდელი ქართველი პოეტების მწყემსია დეფი?

- დიახ, პოეტურ სამყაროში ეს ადამიანი მიმაჩნია მწყემსად. დეფი იგივეა თანამედროვე ქართველი პოეტებისთვის, რაც ქრისტე თავის მოციქულებისთვის – მწყემსი. სიტყვას "ღმერთი" არ ვხმარობ, რადგან არავითარი რელიგიური ფონი ამ სურათში არ არის.

იხილეთ სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია