მეუფე იაკობი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს

მეუფე იაკობი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს

პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს. როგორც ბოდბელმა ეპისკოპოსმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, უმჯობესია, "ეკლესიაზე გადაკიდებულებმა საკუთარ თავს მიხედონ". ეპისკოპოსის თქმით, დღეს ბევრი ადამიანი საკუთარ თავს თეოლოგად, იგივე ღვთისმეტყველად მოიხსენიებს და მუდმივად ილაშქრებენ ეკლესიის წინააღმდეგ.

"ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება. ტელევიზიით ხშირად ვხედავთ ადამიანებს, სტატუსით - თეოლოგი. ამ სიტყვის გაუბრალოება არ შეიძლება. ღვთისმეტყველი მხოლოდ სამი არსებობდა - გრიგოლი, იოანე და სვიმონი. უნდა დაფიქრდეთ, საიდან მოვიდა ამდენი ახალი ღვთისმეტყველი. ჩვენ, ქრისტიანებს და სასულიერო პირებს სამაგალითო ცხოვრება გვმართებს, რათა ჩასაფრებულ ადამიანებს რამდენიმე კაცის მაგალითზე ქრისტესა და ეკლესიაზე ცუდი ლაპარაკის საშუალება არ მივცეთ. თუმცა, გარკვეულწილად ეს ჩვენი ბრალიც არის,"რადგან ყველა ადამიანს აქვს სისუსტეები", -"ბრძანა მეუფე იაკობმა.

ეპისკოპოსის განმარტებით, ეკლესიას არ ეშინია იმის", რაც იწერება ან ტელევიზიით გადაიცემა, რადგან ყველაფერს თავისი მკითხველი და მაყურებელი ჰყავს.

"კლესიის საწინააღმდეგო კამპანია დიდი ხანია მიმდინარეობს. ბოროტი მუდამ ებრძოდა ეკლესიას. თუმცა, დღეს, ვითომდა იმ საფარველით, რომ ეკლესიის სისუფთავე სურთ, ღმერთისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვიან. ჩვენ ყველა მათგანის გვარები ვიცით და ასევე გვაქვს ინფორმაცია მათი დაფინანსების წყაროების და მათი ქართველი პატრონების შესახებ. დღეს ქვეყანას ძალიან უჭირს, დიდი ტერიტორია დაპყრობილია. დაპყრობილ ტერიტორიებში მხოლოდ აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ ვგულისხმობ. ჩემთვის ტაო-კლარჯეთიც ისეთივე დაპყრობილია, როგორც ეს რეგიონები. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ წაგართმევს, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან, ისინი აუცილებლად დაბრუნდება. მინდა ვურჩიო ეკლესიაზე გადაკიდებულებს, თავიანთ თავს მიხედონ და დაფიქრდნენ, რა გაუკეთებიათ. თუ გვინდა, ქვეყანა გადარჩეს, ერთობა უნდა გვქონდეს. კინკლაობა საჭირო არ არის", - აღნიშნა მეუფემ.

ეპისკოპოს იაკობის თქმით, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ამიტომ უმჯობესია, ეკლესიის მოწინააღმდეგეებმა საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრობნ. "პოლემიკაში არავისთან შევალთ, თუმცა პასუხს ყველა მიიღებს. ნებისმიერი სარწმუნოების ადამიანის დაჩაგვრას არ მივესალმებით და არავის მოვუწონებთ. ეკლესია მუდამ იქნება ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობის სადარაჯოზე. თუ ეკლესიაში რამე ავადმყოფობაა, ამასაც ვუმკურნალებთ. ყველამ უნდა ვუმკურნალოთ ჩვენს ფიზიკურ თუ სულიერ დაავადებებს", - აღნიშნა მეუფემ.

ქადაგების დასასრულს ეპისკოპოსმა მრევლს იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების დღესასწაული და თბილისობა მიულოცა და საქართველოს გამთლიანება ისურვა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია