სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი" რუსი სამხედრო მფრინავი იქნება

 სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი" რუსი სამხედრო მფრინავი იქნება

სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევი იქნება. ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია "რასია" იუწყება. როგორც ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, ნიჩაევი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ის მართავდა, ჩამოაგდეს, თუმცა, პილოტმა დავალება შეასრულა და ავიაბაზაზე თვიმთფრინავის დაშვება შეძლო.

როგორც ივან ნიჩაევი აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ყველაფერს ღირსეულად გაართმევს თავს, თუმცა გარკვეული მღელვარებაც აქვს. "ეს არის დიდი ისტორიული მომენტი ჩემი და ჩემი ქვეყნის ცხოვრებაში",-განაცხადა ნიჩაევმა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია ტელეკომპანია "რასია"-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია