რომელი უცხოური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ "ჯიჰადის ვიდეოს" გავრცელებაში

რომელი უცხოური კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ "ჯიჰადის ვიდეოს" გავრცელებაში

კიბერშეტევის საქმე, რომელსაც საზოგადოება "ჯიჰადის ვიდეოების" სახელით იცნობს, გახსნილია. შს სამინისტრომ ამერიკელი კოლეგების დახმარებით დაადგინა, რომ ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეორგოლი ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევმა აფხაზეთიდან ატვირთა. მან კვალის დაფარვის მიზნით გამოიყენა ქართული GSM-ოპერატორების "მაგთიკომის", "ჯეოსელისა" და "მობიტელის" USB-ინტერნეტმოდემები, რომელიც ზუგდიდში შეიძინა. ვინ იყო სამარ ჩოკუტაევის მეკავშირე, რომელმაც ინტერნეტმოდემები საქართველოში შეიძინა, სამართალდამცავები არ ახმაურებენ. თუმცა ჩვენი წყაროებით დავადგინეთ, რომ ისინი გამოძიებამ უკვე დაჰკითხა. სამართალდამცავები არაფერს ამბობენ საქართველოში არსებული იმ ორი კომპანიის შესახებაც, რომელთა მისამართების გამოყენებით განთავსდა ვიდეოფირი ინტერნეტში. თუმცა "კვირის პალიტრამ" დაადგინა, რომ ეს საქართველოში მომუშავე უცხოური კომპანიების წარმომადგენლობებია.

გიორგი კობიაშვილი, აიტი-სპეციალისტი: - ვიდეორგოლი აფხაზეთის ტერიტორიაზე აიტვირთა მალაიზიური სერვერის გამოყენებით. როდესაც კვალის დაფარვა სურთ, ნებისმიერი აიტი-სპეციალისტი აირჩევდა მალაიზიას, ჩინეთს ან ინდონეზიას, რადგან იქ თავისუფალი კიბერსივრცეა და სპეცსამსახურები ნაკლებად აკონტროლებენ. საქართველოში შეძენილი უკაბელო GSM-მოდემების საშუალებით მოხერხდა ინტერნეტთან წვდომა და დაშიფრული კავშირი მალაიზიურ სერვერთან. თავის მხრივ, მალაიზიური სერვერიდან საქართველოს ორი კომპანიის როუტერზე შეაღწიეს. ქართული კომპანიების როუტერები დაცული იყო, მაგრამ ადმინისტრატორის პაროლი გატეხეს და ფირი ისე ატვირთეს. ეს ყველაფერი კვალის ასაბნევად გაკეთდა. ჩემთვის, როგორც აიტი-სპეციალისტისთვის, საინტერესო ამ სქემაში ის არის, რომ ჩოკუტაევმა მოახერხა მალაიზიაში სერვერის ისე პროგრამირება, რომ დახურული (დაცული) ხაზით ემუშავა. დახურული ხაზის შიფრის მოხსნას წლები სჭირდება და ზოგჯერ ვერც ხსნიან. ალბათ, სწორედ ამაში დაეხმარნენ ჩვენს სამართალდამცავებს ამერიკელები. დაუხმარებლად ჩვენი გამოძიება დახურულ ხაზს ვერ გაშიფრავდა.

- რას იტყვით თვითონ ვიდეორგოლის ხარისხზე, შეეძლო ის ერთ პირს დაემზადებინა და გაეხმოვანებინა? - ვიდეორგოლი არ არის მაღალი ხარისხის და არც სტუდიაშია მომზადებული. მისი მომზადება თავისუფლად შეეძლო ერთ ადამიანს. გახმოვანებაც არ არის პრობლემა სპეციალური ეფექტების და პროგრამის გამოყენებით. კადრები არასწორად არის დამონტაჟებული, კადრიდან კადრზე გადასვლა არაპროფესიონალურადაა გაკეთებული. არ არის გამოყენებული ის ეფექტებიც კი, რასაც საშუალო კვალიფიკაციის მემონტაჟეები იყენებენ. სამაგიეროდ, ის პროფესიონალმა ატვირთა, ჩანს, მაღალი დონის აიტი-სპეციალისტმა.

ლაშა პატარაია, უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი, აშშ-ის კიბერსაინიციატივო ფორუმის წევრი, პოლიტიკის საკითხებში ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის სპეციალისტი: - ინტერნეტში ვიდეოფრგოლის ატვირთვასა და ამ დანაშაულის ტექნოლოგიურ ნაწილზე ბევრად მნიშვნელოვანია მისი დაკავშირება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. ეს ტექნოლოგიური დანაშაული კი არა, უცხოური სპეცსამსახურის პროპაგანდისტულ-საინფორმაციო ომია.

გამოძიება რომ გონივრულ ვადაში გაგრძელდა კარგია, რადგან ამან ბევრი რამის დანახვის საშუალება მოგვცა. ჩვენ დავინახეთ, ვისთვის იყო ფირის გავრცელება ხელსაყრელი, ვინ გამოიყენა ის პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად და ოპონენტებთან საკინკლაოდ.

იხილეთ სრულად Kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ვიდეო: თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება? - შოკისმომგვრელი ვიდეო YouTube-იდან

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა