საპატიმროებში მსჯავრდებულების კლასიფიკაცია მოხდება

 საპატიმროებში მსჯავრდებულების კლასიფიკაცია მოხდება

უახლოეს პერიოდში საპატიმროებში მსჯავრდებულების კლასიფიკაცია მოხდება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაია აცხადებს.

როგორც გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ღურწკაიამ აღნიშნა, პატიმრების განთავსების საკითხი მათი ქცევისა და ცხოვრების წესის მიხედვით განისაზღვრება.

მისივე ინფორმაციით, მსჯავრდებულების ნაწილი ნახევრად ღია დაწესებულებაში განთავსდება, სადაც საგანმანათლებლო სკოლა და პროფესიული სასწავლებელი იქნება, დასაქმდებიან, გრძელი და მოკლევადიანი პაემნებისთვის საუკეთესო პირობები იქნება. ამ პრივილეგიით შესაძლოა, მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულმაც ისარგებლოს, რადგან იქ მოხვედრა ცხოვრების წესით დაიმსახუროს. ასეთი მსჯავრდებულები რუსთავის მე-16 დაწესებულებაში განთავსდებიან.

მიხეილ ღურწკაიას თქმით, ყველაზე მკაცრი ლაითურის ციხე იქნება, სადაც დახურული სისტემაა. იქ მოხვედრილ პატიმრებს გრძელვადიანი პაემნების უფლება არ ექნებათ. მაღალი რისკის პატიმრები ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან და მათ ხმას მეორე საკანში მყოფი ვერ გაიგებს. ასევე იქნება ცალკე დაწესებულება საშუალო რისკის პატიმრებისთვის.

როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი მალე ამოქმედდება და მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის შემდეგ ისინი უმკაცრეს რეჟიმში იქნებიან.

ამასთან, მისივე თქმით, ფსიქიკურად დაავადებულები რუსთავში ამჟამინდელ ქალთა დაწესებულებაში მოთავსდებიან.

პატიმრებს დეპარტამენტის მულტიდისციპლინური ჯგუფი შეარჩევს, რომლის შემადგენლობაში უსაფრთხოების, რეჟიმის თანამშრომელი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ექიმი და სოციალური მუშაკი იქნებიან.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ