რესტორან "ნიკალაში" მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი დააკავეს

რესტორან "ნიკალაში" მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი დააკავეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რესტორან "ნიკალაში" მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი, 1956 წელს დაბადებული იოსებ ჯავაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, დაკავებულმა მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, სიღნაღში, რესტორანში დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და რესტორნის მფლობელს ლია ბოსტოღანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ს დაცვის პოლიციის ოპერატიულმა ჯგუფმა დროული რეაგირება მოახდინა და სიტუაცია ადგილზევე განმუხტა. მომხდართან დაკავშირებით რესტორნის მეპატრონეს პოლიციისთვის არ მიუმართავს.

მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა იოსებ ჯავაშვილის ქმედებაზე რეაგირება მოახდინეს და ჩატარებული ღონისძიების შედეგად ის წვრილმანი

ხულიგნობის ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: "დაჭრილი ძუძუ მოითხოვეს და ტურისტები გააქციეს" - ინციდენტი რესტორან "ნიკალაში"

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ