ცეზარ ჩოჩელი - "ლომისის მადლს ვფიცავ, მერაბიშვილი ჩემს არცერთ ბიზნესში წილში არ ყოფილა"

ცეზარ ჩოჩელი - "ლომისის მადლს ვფიცავ, მერაბიშვილი ჩემს არცერთ ბიზნესში წილში არ ყოფილა"

მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა Palitra TV-ის გადაცემა "ემას შოუში" მისსა და ვანო მერაბიშვილის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან მეგობრობა ძვირად დაუჯდა. ნაწილობრივ, სწორედ ამას უკავშირებს ბრალდებული ბიზნესმენი მისი გაკოტრების მცდელობას.

"პროკურატურაც და საგამოძიებო ნაწილიც მოითხოვდა ჩემგან, ვანოზე ხელი დამედო; მეთქვა, რომ მფარველობის სანაცვლოდ ფულს ვიხდიდით და ა.შ." - აღნიშნა ჩოჩელმა და დასძინა, რომ რადგან ამ სახის მოლაპარაკებებმა არ გაჭრა, მასზე ზეწოლა სხვა ფორმით გრძელდება. "ნოემბერში ხუხაშვილმა უთხრა ჩემს მეგობარს: თქვენს წინააღმდეგ ჩართულია სახელმწიფო მანქანა და ნახავთ, რაც მოგივათ".

ამასთან, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ირწმუნება, რომ მერაბიშვილი მის არცერთ ბიზნესში მოწილე არ ყოფილა: "მთიული კაცი ვარ. ლომისის მადლს ვფიცავ, მერაბიშვილი ჩემთან არცერთ ბიზნესში არასდროს არ ყოფილა წილში და ვერც იქნებოდა. დამეხმარა რამეში? რამე გამიკეთეს, ხელი შემიწყვეს თუ რატომ?" - დასძინა ჩოჩელმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა