როგორ უნდა გაახაროთ ვარდი - რჩევები დამწყებ მებაღეებს ზურა შევარდნაძისგან

როგორ უნდა გაახაროთ ვარდი - რჩევები დამწყებ მებაღეებს ზურა შევარდნაძისგან

ვარდი რომ ყვავილთა დედოფალია, არავინ დავობს. ვარდის გარეშე გაზაფხული, მით უფრო, მაისი არ დგება, ამიტომაც შეარქვეს მაისს ვარდობისთვე. როგორ გავაშენოთ უმშვენიერესი ვარდების ბაღი - ამას ამ საქმის ექსპერტი, ბიოლოგი და ცნობილი მებაღე ზურაბ შევარდნაძე აგვიხსნის.

"ვარდის ბაღისთვის ნიადაგის მომზადება შემოდგომაზე უნდა დაიწყოთ: სავარდე მონაკვეთი 40 სანტიმეტრ სიღრმეზე (ორი ბარის პირზე) გადაიბარება. ღრმად დაბარული ადგილი სარეველებისა და ფესურებისგან უნდა გასუფთავდეს. შემდეგ ნიადაგს გავაფხვიერებთ, საქონლის ახალ ნაკელს (იმ წლის) შევიტანთ და ზამთარში დავტოვებთ. გაზაფხულისთვის ნაკელი ყინვის, წვიმისა და თოვლის შედეგად უკვე გაფხვიერებული და ნესტით გაჯერებული იქნება. შემდეგ კიდევ ერთხელ გადავბარავთ ისე, რომ ნაკელი მიწაში ჩაიბაროს. თებერვლიდან აპრილამდე იწყება ვარდის დარგვა.

ნიადაგი დაიკვალება, ვარდის მწკრივებსა და ეგზემპლარებს შორის მანძილი 40 სანტიმეტრი უნდა იყოს. ნერგები ჭადრაკულად ირგვება. ვარდის უამრავი ჯიში არსებობს. სელექციონერებს ყოველწლიურად ასობით ახალი ჯიში გამოჰყავთ. ძირითადი ჯგუფებიდან ცნობილია ჩაის ჰიბრიდები, ფორიბუნდას ჯიშის ვარდები (უფრო დიდი ბუჩქია), კლაიმინგის, ხვიარა ვარდების დიდი ჯგუფი (ღობეებს, ტალავერებს, ფანჩატურებსა და აივნებს ამშვენებს) და მინიატიურული, ანუ ჯუჯა, ძირითადად, საქოთნე ვარდები. ამ ჯიშების შერეულად ერთ ყვავილნარში დარგვა მიზანშეწონილი არ არის.

სჯობს ვარდი ნამყენი და არა კალმით გამრავლებული იყოს, რადგანაც ნამყენი ვარდები ძლიერი და უხვყვავილიანია. ამასთან, ხანგრძლივია ნამყენი ვარდების ყვავილობის პერიოდი და გამოირჩევა მრავალჯერადი ყვავილობით. კალმით გამრავლებული შედარებით სუსტი და არამდგრადია.

- მას შემდეგ, რაც ვარდს კვალში დავრგავთ, რას ვაკეთებთ?

- დარგვიდან თვე-ნახევარი მცენარეს თითქმის არაფერი სჭირდება. გათოხვნა და გაფხვიერება მაშინ არის საჭირო, როდესაც ვარდი ყლორტებს გამოიტანს. იმ წელს გასხვლა აღარ სჭირდება, რადგანაც გასხლული ირგვება. შემდეგ ვარდის მოვლა იწყება, რაც მნიშვნელოვანი საქმეა. ის მავნებელი დაავადებებისგან - ვარდის ნაცრისა და ვარდის ჟანგასგან უნდა დავიცვათ. ვარდის ნაცრის შემთხვევაში ფოთლები ინაცრება, რაც სხვა ხეხილოვან კულტურებსაც ემართება, მათ შორის, ვაზსაც. ფოთლები თეთრად იფერფლება. მცენარეს ფოთლის უკან ჟანგისფერი სოკოვანი ლაქები უჩნდება.

ვარდს ბუგრიც უჩნდება, რაც ყლორტებსა და კვირტებს ანადგურებს, - ისინი პატარა მწერები არიან, რომლებიც მცენარეს წყალს სწოვენ. ამის გამო ვარდს ყვავილი უხარისხო უხდება. არსებობს კიდევ ერთი მავნებელი - ვარდის ხვატარი, რომელიც კოკორში იბუდებს, იქიდან გულში ჩადის და ღეროს ხვრეტს. ხვატარის წინააღმდეგ ქიმიური საშუალება არსებობს, მას მექანიკური მეთოდით ებრძვიან იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ფოტოები გარდენია შევარდნაძის ფეისბუქის გვერდიდან

"ქალბატონი 60 წლის იყო" - ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი?

"კორონავირუსის 92 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 31 კი თბილისში" - როგორია ვირუსის ახალი შემთხვევების გადანაწილება

"მე ვანგა არ ვარ, მაგრამ... 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი" - პაატა იმნაძე