"წინ გაბ­რწყი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო გვე­ლო­დე­ბა"

"წინ გაბ­რწყი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო გვე­ლო­დე­ბა"

აპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ლა­მის კარს მოგ­ვად­გა. ზო­გი­ერთ კანდიდატს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს, ზოგს კი - ნაკ­ლე­ბად. გა­დავ­წყვი­ტეთ, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გა­გაც­ნოთ:

მი­ხე­ილ­-გე­ლა სუ­ლუ­აშ­ვი­ლი:

- ჩემს საპ­რე­ზი­დენ­ტო პროგ­რა­მას ჰქვია "ღვთის სა­ხე­ლით - გაბ­რწყი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ!" მი­სი პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ლი­ე­რი მი­სი­ის აღ­სრუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, ხო­ლო მე­ო­რე - პო­ლი­ტი­კუ­რი მი­სი­ი­სას. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნი­ა, რომ ბო­ლო ჟამს გვი­წევს ცხოვ­რე­ბა და ეს უფ­ლის მე­ო­რედ მოს­ვლით უნ­და დამ­თავ­რდეს. ქარ­თველ ერს და სა­ქარ­თვე­ლოს წინ ელო­დე­ბა ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხა­ნა, რო­მელ­საც გაბ­რწყი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჰქვი­ა. ამის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ მე-10 სა­უ­კუ­ნე­ში ამ­ბობ­და იო­ა­ნე ზო­სი­მე, რო­მელ­მაც შექ­მნა "ქე­ბაი და დი­დე­ბაი ქარ­თუ­ლი­სა ენი­სა". ჩვენ გა­მო­ვი­ა­რეთ შე­ვარ­დნა­ძი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის ხანა და ახ­ლა იწყ­ე­ბა ეტა­პი, რო­ემ­ლსაც სა­ქარ­თვე­ლოს გაბ­რწყი­ნე­ბა ჰქვი­ა. 1991-1992 წლებ­ში ძა­ლი­ან დი­დი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და და რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა, და­ვა­ყე­ნებთ სა­კითხს, რომ უნ­და და­იწყ­ოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა. სწო­რედ იმ დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს ეს ორი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მი.

ლე­ვან ჩა­ჩუ­ა:

- თუ გა­ვი­მარ­ჯვებ, ჩე­მი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა არჩევნების დანიშვნა იმი­ტომ, რომ დღე­ვან­დელ პარ­ლა­მენ­ტში არ­ჩე­უ­ლი ძა­ლე­ბი არ გა­მო­ხა­ტა­ვენ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას. პარ­ლა­მენ­ტში უნ­და შე­ვიდ­ნენ ხალ­ხის ჭეშ­მა­რი­ტი რჩე­უ­ლე­ბი - ისინი, ვი­საც ხალ­ხი მის­ცემს ხმას. ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი ამო­ცა­ნაა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, ჩვენს აფ­ხაზ და ოს ძმებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბა და ამ პრო­ცეს­ში შე­რე­უ­ლი ოჯა­ხე­ბის ფაქ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხელს გვიშ­ლის კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა: აფ­ხა­ზე­ბიც და ოსე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მქო­ნე ხალ­ხია და მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვა, ამი­ტომ უზ­ნე­ო­ბის პრო­პა­გან­და, რო­მელ­საც ჩვენ­გან მო­ითხ­ო­ვენ ევ­რო­პე­ლი ე.წ. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი, ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი­ა. ისი­ნი რა­ტომ­ღაც სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ჩაგ­ვრას ხე­და­ვენ, მაგ­რამ ვერ ხე­და­ვენ, რა ხდე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის საზღ­ვრის­პი­რა რე­გი­ო­ნებ­ში და რო­გორ ილა­ხე­ბა იქ ქარ­თველ­თა უფ­ლე­ბე­ბი. ზნე­ო­ბის, რწმე­ნი­სა და რე­ლი­გი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის უპირ­ვე­ლეს მო­ვა­ლე­ო­ბად მი­მაჩ­ნი­ა.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა