სოციალური ქსელი - "აბლაბუდა", მავნე ჩვევა თუ უსაქმურების თავშეყრის ადგილი

სოციალური ქსელი - "აბლაბუდა", მავნე ჩვევა თუ უსაქმურების თავშეყრის ადგილი

სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება სულ უფრო და უფრო ხშირია ჩვენს რეალობაში. ყავა "ფეისბუქით", "ჩექინი" დისლოკაციის ადგილიდან, ყიდვა-გაყიდვა... დაბადების დღეებსა და ქორწილებსაც კი სოციალურ ქსელში ვულოცავთ ერთმანეთს, ჭირისუფლებს ვუსამძიმრებთ, არაერთხელ შეგხვდებათ ცრემლიანი ღიმილის ნიშანი გარდაცვლილი ადამიანის ფოტოზე და კომენტარი - "ნათელში იყავი".

ბევრისგან გვსმენია, სანამ სოციალური ქსელები გაჩნდებოდა ჩვენს რეალობაში, უფრო მშვიდად ვცხოვრობდით, აგრესიაც ნაკლები იყო და დანგრეული ოჯახებიცო. ანგრევს თუ არა ოჯახებს ვირტუალური ურთიერთობა და რა პოზიტივი და ნეგატივი მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში ინტერნეტსივრცეს? სწორედ ამ თემაზე შევაჩერეთ დღეს თქვენი ყურადღება და აზრი ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ რესპონდენტს ვკითხეთ.

ხატია სიჭინავა (ტელეწამყვანი):

- სოციალური ქსელ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაშია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ფეისბუქი" მობილურშიც მაქვს, დღის დიდ ნაწილს ამ ქსელზე ვატარებ. ძალიანაც არ მომწონს, მასზე ასეთი დამოკიდებული რომ გავხდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ძნელი მოსაშორებელია, მავნე ჩვევაა. "ფეისბუქს" ძირითადად იმისთვის ვიყენებ, რომ ჩემს შვილებს ყოველდღიური სურათები შევუნახო და ვაჩვენო, როგორ იზრდებოდნენ. მართალია, ყველა სურათს ვბეჭდავ, მაგრამ აქ ბევრად მეტი მაქვს შენახული. ასევე მეგობრებს პოზიტიურ განწყობას ვუზიარებ და მინდა, ჩემი დადებითი განწყობა ყველას გადავდო.

- შენი სახელითა და გვარით თუ გაუხსნია ვინმეს პროფილი და ამას თუ შეუქმნია შენთვის პრობლემა?

- უამრავია ასეთი, ხუთი მაინც, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ მაწუხებს.

- შენი სახელით რომ სარგებლობენ, შენს ფოტოებს დებენ და შენი სახელით პოსტავენ, ეს არ გაღიზიანებს?

- არა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩემი გვერდის გარდა, საერთოდ არ მაინტერესებს, რა იწერება სხვა გვერდებზე.

- შენი აზრით, რა პოზიტიური და ნეგატიური მხარეები აქვს სოციალურ ქსელებს?

- უარყოფითი უფრო მეტი აქვს, ვიდრე დადებითი. ხშირად აღვნიშნავ ხოლმე, რომ იმ პერიოდში, როცა ჯერ მობილური ტელეფონებიც კი არ არსებობდა, ბევრად ბედნიერად და აქტიურად ვცხოვრობდით. სოციალურმა ქსელებმა ურთიერთობები გააზარმაცა. სრულიად უცნობი ადამიანებისგან მეტი აგრესია წამოვიდა, თუმცა დადებითიც აქვს. მაგალითად, უცხოეთში მყოფ მეგობრებს ყოველდღიურად ეკონტაქტები.

- დღეს ბევრს ლაპარაკობენ სოციალური ქსელებით დანგრეულ ოჯახებზე. შენ თუ გაგიგია მსგავსი შემთხვევა შენ გარშემო?

- სამწუხაროდ, ძალიან ბევრი. ეს 21-ე საუკუნის დაავადებაა. თუმცა მიმაჩნია, რომ ოჯახს, რომელსაც სოციალური ქსელი ანგრევს, ნებისმიერი სხვა მიზეზიც ადვილად დაანგრევდა. მე და ჩემს ქმარს ერთი პაროლი გვაქვს და ერთმანეთს საერთოდ არაფერს ვუმალავთ. დამალული ამბებიდან იწყება ოჯახური რღვევაც, ალბათ.

- თუ გახსენდება შემთხვევა, როცა სოციალურმა ქსელმა პრობლემა შეგიქმნა?

- ყოფილა შემთხვევები, როცა ზოგიერთი საიტიდან გაბოროტებული ხალხის გზავნილები მომსვლია, მაგრამ ნერვებს არ ვიშლი, მეგობრებიდან ასეთ ხალხს ძალიან მარტივად ვშლი. არ მიყვარს დიდხანს ნერვიულობა, მით უმეტეს რაღაც უაზრობაზე.

- რას ფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც თითოეულ ნაბიჯს "ფეისბუქზე" აქვეყნებენ და ფაქტობრივად, ამ ქსელით ცხოვრობენ?

- ვფიქრობ, არავისი საქმე არ არის, ადამიანი საკუთარ გვერდზე რას დაპოსტავს. ვინმეს პოსტები თუ აღიზიანებთ, ძალიან მარტივი გამოსავალია - მეგობრებიდან წაშლა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია