რა აუვარდა თავში ოთარ ტატიშვილს

რა აუვარდა თავში ოთარ ტატიშვილს

ოთარ ტატიშვილი მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან "შუა ქალაქში". ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, როცა სერიალი ახალი დაწყებული იყო და რეიტინგი სატელევიზიო სივრცეში საკმაოდ მაღალი ჰქონდა.

ბევრი ამბობდა, რომ ოთარი ექიმობასთან ერთად კარგი მსახიობიც გამოდგა, ბევრი იმასაც ამბობდა, ეგ კაცი ეგეთია, სულ არ თამაშობსო. ასე იყო თუ ისე, ახალბედა მსახიობი, მსუქანი ექიმი ირაკლი ჩხეიძე მაყურებელმა მალე შეიყვარა. ექიმი ტატიშვილი მალევე პრესის ფურცლებზეც გამოჩნდა და გულახდილი ინტერვიუებიც არ დაიშურა ჟურნალისტებისთვის. იყო დრო, როცა მსახიობი, მოცეკვავე, ტელე და რადიოწამყვანი, ექიმი და ახლა უკვე "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრი ტატიშვილი თავად გვსტუმრობდა რედაქციაში და გულდასმით ასრულებდა ჟურნალისტის მიერ მიცემულ დავალებას. "ღამის შოუს" სტუდიამ ჩათვალა, რომ ეს განძი კიდევ უფრო უნდა დაეტვირთა სატელევიზიო სივრცეში და ახალი გადაცემა "ოთარ ტატიშვილის შოუ" გაუკეთა. ამისთვის მსახიობმა წონა ისე დაიკლო, პიჯაკი რომ არა, ანორექსიას დავაბრალებდით. მას მერე ბევრმა წყალმა (მთავრობამაც და ტელევიზიის ხელმძღვანელობამაც) ჩაიარა. ოთარი ყველა მათგანს კარგად მოერგო. იყო დრო, როცა ციყვის, დათვის, აღარც მახსოვს კიდევ რომელი ცხოველის ფორმაში გვევლინებოდა და ცინიკურად მოიხსენებდა დღეს უკვე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას.

დღეს "ნაცებს" აქილიკებს, "ქოცები" გადაცემაში საპატიო ადგილას უზის და ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს ჯანდაცვის მინისტრის სავარძელს სთხოვს. ხუმრობით ალბათ (აი, ხუმრობა ძმაო!), აბა, ის რა ხუმრობაა, ჟურნალისტს რომ მისწერ, დაიკიდე, რედაქტორი თუ გაწუხებსო. ვერ მიხვდით, ხომ? ახლავე მოგიყვებით. მოკლედ, იმის გამო, რომ ამ ჩვენს სუპერმოცეკვავესა და ტელეწამყვანს დიდი ხანია პრესისთვის ინტერვიუ არ მიუცია და საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა მასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ დაგვერეკა და ინტერვიუ გვეთხოვა. პასუხი პირველ ზარზე, - მოდი, გავიდეს ჯერ გადაცემა ეთერში (სეზონი ჯერ დაწყებული არ იყო), დავიქოქებით და მერე ჩავწეროთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"მთვარის მოტაცებაში" ვითამაშე, მეტი რაღა უნდა მდომოდა?!" - გეიდარ ფალავანდიშვილის საოცარი კინოგმირები და ცხოვრების სიყვარული

იუბილარი ევა ბარბაქაძე და წვეულება მეგობრებთან ერთად - როგორ აღნიშნა დაბადების დღე შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა

"ფარული ვნება“ მალე მეორე სეზონით დაბრუნდება