"ლონდონ ჰაუსი" დვანს ესტუმრა

"ლონდონ ჰაუსი" დვანს ესტუმრა

კომპანია "ლონდონ ჰაუსი" სოფელ დვანს ესტუმრა და ამ ბოლო დროს კონფლიქტისპირა სოფელში განვითარებული მოვლენების დროს დაზარალებულ ოჯახებს დახმარება ჩაუტანა. "ლონდონ ჰაუსმა" მახაჭაშვილების, კორაშვილებისა და მეკარიშვილების უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკა, გადასახური მასალა და გამათბობლები გადასცა საჩუქრად.

"ლონდონ ჰაუსი" ადრეც აქტიურად ეხმარებოდა ამ რეგიონის მოსახლეობას. კერძოდ 2008 წლის სექტემბერში "ლონდონ ჰაუსი" ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ომისგან დაზარალებულ გორში საკუთარი პროდუქციით დატვირთული 5 სატვირთო ავტომანქანისგან შემდგარი კოლონა ჩაიყვანა და გვერდში დაუდგა გორელებს ომისშემდგომი რეაბილიტაციის პროცესში.

R

გამარტივებული გამოწერა და გარანტია - უნიკალური სერვისები, რომელსაც ebg.ge ონლაინ გამომწერებს სთავაზობს

ქართული და უცხოური ნაყინის საინტერესო და კრეატიული შეფუთვები, რომელმაც მომხმარებილის მოწონება დაიმსახურა

გაიცანით Cook Room - ახალი ინოვაციური პროექტი Glovo-სგან