ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი: "რუ­სე­ბის­გან წყე­ნა ისევ მახ­სოვს"

ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი: "რუ­სე­ბის­გან წყე­ნა ისევ მახ­სოვს"

ყვე­ლა თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ ოლიმ­პი­ა­და ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კის­გან შორს დგას და სა­ხელ­მწი­ფო­თა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მას­ზე არ უნ­და აი­სა­ხოს (თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ისიც უთ­ქვამთ, რომ სპორ­ტი ყვე­ლა­ზე დი­დი პო­ლი­ტი­კა­ა). თა­ვის დრო­ზე ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწო­რედ ამ მო­ტი­ვით გა­დაწყ­ვი­ტა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მაგ­რამ ოლიმ­პი­ა­დის აპო­ლი­ტი­კუ­რო­ბის ცნე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის წინ თა­ვად რუ­სეთ­მა და­არ­ღვი­ა, რო­ცა აგ­ვის­ტოს ომ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის რუ­სე­თის "გმი­რად" შე­რაცხი­ლი პი­ლო­ტი ივან ნე­ჩა­ე­ვი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ერ­თ-ერთ მე­ჩი­რაღ­დნედ შე­არ­ჩი­ა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამან მძაფ­რი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც - სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს ქვეყ­ნის­თვის შე­უ­რაცხ­ყო­ფაა და ოლიმ­პი­ა­დის ბო­ი­კოტს ითხ­ოვს. რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით კი, შე­სა­ბა­მის პე­ტი­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რე­ბი და­იწყ­ო. ვნა­ხოთ, რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი.

მა­ნამ­დე კი, "ყვე­ლა სი­ახ­ლე" და­ინ­ტე­რეს­და, რა პო­ზი­ცია აქვს მო­ცი­გუ­რა­ვე ელე­ნე გე­დე­ვა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ იმე­დად მი­იჩ­ნე­ვა. ჩვენ გე­დე­ვა­ნიშ­ვილს აშ­შ-ში და­ვუ­კავ­შირ­დით:

- რაც უნ­და გა­დაწყ­ვი­ტოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მი­მაჩ­ნი­ა, რომ სპორ­ტსმე­ნე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში არ უნ­და ჩა­ვე­რი­ოთ. ჩვე­ნ ჩვე­ნი საქ­მე უნ­და ვა­კე­თოთ და ვარ­ჯი­ში გან­ვაგ­რძოთ.

- კულ­ტუ­რის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ნი­კო­ლოზ რუ­რუ­ამ გა­ნაცხ­ა­და, რომ თქვენ მზად ხართ, უა­რი თქვათ ამ ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

- უარს ვიტყ­ვი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­იჩ­ნევს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში. ამი­ტომ და­ვე­ლო­დე­ბი კო­მი­ტე­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. მა­ნამ­დე კი ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას შე­ვას­რუ­ლებ და ვარ­ჯიშს გან­ვაგ­რძობ.

- ამ დღე­ებ­ში ყვე­ლას გა­ახ­სენ­და, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენ რუ­სეთ­ში ვარ­ჯი­შობ­დით, მაგ­რამ რუ­სეთ­-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვის შემ­დეგ იქ ვარ­ჯი­შის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მოგ­ცეს.

- რუ­სე­ბის­გან წყე­ნა ისევ მახ­სოვს. ძა­ლი­ან უსა­მარ­თლოდ მო­მექ­ცნენ, მას შემ­დეგ იქ აღარ ჩავ­სულ­ვარ. ვცდი­ლობ, ამ თე­მას არ შე­ვე­ხო ხოლ­მე. მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი წყე­ნი­სა, მზად ვარ ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ვიწყო და ჩე­მი ქვეყ­ნის წარ­მო­სა­ჩე­ნად სოჭ­ში ჩა­ვი­დე, რა თქმა უნ­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს არ იტყ­ვის.

ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რას ფიქ­რო­ბენ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ბო­ი­კო­ტის სა­კითხ­ზე ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი.

2004 წლის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის გი­ორ­გი ასა­ნი­ძის აზ­რით, ახ­ლა რა­ი­მეს გა­დაწყ­ვე­ტა, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე სპორ­ტსმე­ნე­ბის მხრი­დან ნა­ად­რე­ვი იქ­ნე­ბა:

- ახ­ლა ვერ გაგ­ცემ­დით პა­სუხს, წა­ვი­დო­დი თუ არა სოჭ­ში, მე რომ მქო­ნო­და ოლიმ­პი­ა­დის საგ­ზუ­რი. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ და ჩე­მი მხრი­დან გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა ახ­ლა რა­ი­მე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა.

ვფიქ­რობ, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რო­ცა გა­ნაცხ­ა­და პრო­ცესს და­ვაკ­ვირ­დე­ბი­თო. ჯერ კი­დევ ოთხი თვე გვაქვს დრო და სჯობს სპორ­ტსმე­ნებ­მაც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ი­ღონ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის ამ ქმე­დე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის­გან მათ უკ­ვე მი­ი­ღეს გაფ­რთხი­ლე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია მოკ­ლე, მაგ­რამ მკვეთ­რი იყო. ამი­ტომ და­ვე­ლო­დოთ რა მოხ­დე­ბა.

2008 წლის ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ირაკ­ლი ცი­რე­კი­ძემ ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვა, თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ სპორ­ტსმე­ნე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში არ უნ­და ჩა­ე­რი­ონ:

- გა­მი­ჭირ­დე­ბა იმის თქმა, თუ რას ვი­ზამ­დი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის საგ­ზუ­რის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში. ალ­ბათ ყვე­ლა სპორ­ტსმე­ნი, ვინც სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის საგ­ზურს მო­ი­პო­ვებს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­დაწყ­ვეტს, რას გა­ა­კე­თებს.

2008 წლის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი რე­ვაზ მინ­დო­რაშ­ვი­ლი: - მეც ვი­ზი­ა­რებ იმ აზრს, რომ სპორ­ტსმე­ნე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში არ უნ­და ჩა­ე­რი­ონ და ყო­ველ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვონ.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აზ­რი­თაც და­ინ­ტე­რეს­და.

გია ბუ­ღა­ძე - მხატ­ვა­რი: მე რომ სპორ­ტსმე­ნი ვი­ყო, იქ ნამ­დვი­ლად არ წა­ვი­დო­დი - უბ­რა­ლოდ, კა­ცუ­რი ღირ­სე­ბის გა­მო. ამით რუ­სე­თი კი­დევ ერ­თხელ გვე­უბ­ნე­ბა: რო­დე­საც მო­მინ­დე­ბა, თავ­ზე გა­და­გივ­ლი და შენს ღირ­სე­ბას გავ­თე­ლა­ვო! გა­ნა არ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ ამო­დე­ნა ქვე­ყა­ნა­ში მე­ჩი­რაღ­დნედ სხვა ვინ­მე მო­ე­ძებ­ნათ? - არა, მა­ინცდამა­ინც აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე შე­არ­ჩი­ეს - თა­ნაც, "გმი­რი". რუ­სე­თის ბუ­ნე­ბაა ასე­თი - თავს რომ და­უხ­რი, უფ­რო მე­ტად გა­და­გივ­ლის, მო­ე­ფე­რე­ბი? - უფ­რო მე­ტად გაგ­თე­ლავს და გულ­ზე გაგ­ხეთ­ქავს - ეს არის მა­თი პო­ლი­ტი­კა და ჩვენც უნ­და და­ვუწ­ვეთ და თა­ვი ვა­ცე­მი­ნოთ?! ეს არის კი­დევ ერ­თი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ მათ სა­ქარ­თვე­ლო სა­ხელ­მწი­ფოდ არ მი­აჩ­ნი­ათ, ღირ­სე­ულ ხალ­ხად არ მი­ვაჩ­ნი­ვართ! ეტყ­ო­ბა, უნ­დათ ბო­ლომ­დე გა­დაგ­ვყლა­პონ და გაგ­ვსრი­სონ, რო­გორც ერი. მათ­თვის ჩვენ ვართ სა­თა­მა­შო, პამ­პუ­ლა, მხდა­ლი ნა­ცი­ა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერს გა­უ­ბე­დავ. ვი­ცი, რომ გა­მოხ­ტე­ბი­ან ჩვე­ნი რუ­სო­ფი­ლე­ბი და იტყ­ვი­ან: რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მე­ჩი­რაღ­დნე ვინ იქ­ნე­ბა­ო? - კი ბა­ტო­ნო, და­უ­წე­ქით რუ­სეთს და სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ნა­ირ ღირ­სე­ბას წა­გარ­თმე­ვენ.

დი­მა ჯა­ი­ა­ნი - აფ­ხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი:

- თუ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი მხარს დაგ­ვი­ჭე­რენ და ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს იტყ­ვი­ან, მა­შინ ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბიც არ უნ­და წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა და სა­ერ­თოდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ამ­გვარ პრო­ვო­კა­ცი­ებს არ აჰ­ყვე­ბა, რად­გან უაზ­რო­ბაა რუ­სეთს ყელ­ში ეცე და ძა­ლით და­უ­პი­რის­პირ­დე.

გე­ნო კა­ლან­დია - პო­ე­ტი, რუს­თა­ვე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი:

- ალ­ბათ რუ­სე­თი - XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ში ჩარ­ჩა - რო­ცა ბერ­ლი­ნის კე­დე­ლი ინ­გრე­ვა და მსოფ­ლიო წინ მი­დის, რა დროს მავ­თულ­ხლარ­თე­ბი­ა? უბ­რა­ლოდ, სირ­ცხვი­ლია ის, რაც ხდე­ბა, რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ. გა­მო­გიტყ­დე­ბით, რომ პუშ­კი­ნის, ტოლ­სტო­ი­სა და დოს­ტო­ევ­სკის რუ­სე­თი მიყ­ვარს, მაგ­რამ იმას რომ ვუ­ყუ­რებ, რაც დღეს ხდე­ბა, გუ­ლი მტკი­ვა! ეს - სა­ში­ნე­ლე­ბა­ა, აუ­ტა­ნე­ლი­ა. თა­ნაც ვფიქ­რობ, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის­თვის ბო­ი­კო­ტის გა­მოცხ­ა­დე­ბა მოგ­ვცემს რა­მეს? - არა მგო­ნია, ამან დი­დი წინ­სვლა მოგ­ვი­ტა­ნოს. ომი ნამ­დვი­ლად არ მიკ­ვირს, აფ­ხა­ზე­თი­დან ვარ, თა­ნაც, ომის ვე­ტე­რა­ნი, მაგ­რამ რაც დღეს ხდე­ბა, ეს უბე­დუ­რე­ბა­ა.

სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივან ნე­ჩა­ე­ვის თვით­მფრი­ნა­ვი რუს­მა სერ­ჟან­ტმა, ალექ­სეი ტი­უ­რინ­მა და­ა­ზი­ა­ნა და რუ­სუ­ლი და ოსუ­რი მხა­რე­ე­ე­ბი ამის მიჩ­ქმალ­ვას დღემ­დე ცდი­ლო­ბენ. ალა­დაშ­ვი­ლის თქმით, ნე­ჩა­ე­ვის მო­ი­ე­რი­შე თვით­მფრი­ნავს 11 აგ­ვის­ტოს ეს­რო­ლეს, რო­დე­საც ცხინ­ვა­ლის თავ­ზე დაფ­რი­ნავ­და და ქა­ლაქს ბომ­ბავ­და. "ნე­ჩა­ე­ვი აფ­რინ­და ბუ­დი­ო­ნოვ­კის აე­როდ­რო­მი­დან. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ცხინ­ვა­ლის თავ­ზე, კო­ლო­ნას ვბომ­ბავ­დი­ო. მას ეგო­ნა, რომ ქარ­თვე­ლე­ბის კო­ლო­ნას ბომ­ბავ­და, მაგ­რამ ბომ­ბავ­და რუ­სე­ბის კო­ლო­ნას. იმათ რომ და­ი­ნა­ხეს, ეგო­ნათ ქარ­თვე­ლე­ბის "სუ"-25 იყო და რა­კე­ტა ეს­რო­ლეს. თვით­მფრი­ნავს ორი­ვე ძრა­ვა და­უ­ზი­ან­და. რომ დას­ვა, თქვა - დი­დე­ბა კონ­სტრუქ­ტო­რებს, ვინც ეს თვით­მფრი­ნა­ვი გა­ა­კე­თა­ო. ეს თვით­მფრი­ნა­ვი კი დამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო თბი­ლი­სის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში."

მარი ონეზაშვილი

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია