მასაჟისტი - ქარ­თველ მაღალჩინოსნებს მა­სა­ჟი სექ­სი ჰგო­ნი­ათ

მასაჟისტი - ქარ­თველ მაღალჩინოსნებს მა­სა­ჟი სექ­სი ჰგო­ნი­ათ

მა­სა­ჟი ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­რელა­ქსა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბაა და სა­ქარ­თვე­ლო­ში არსებულ შე­სა­ბა­მის ცენ­ტრებს ბო­ლო დროს კლი­ენ­ტუ­რა მო­ე­მა­ტა. ხა­ტია წე­რე­თე­ლი წლე­ბი­ა, რაც ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს, აქვს სა­კუ­თა­რი მა­სა­ჟის ცენ­ტრი და არა­ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის პი­რა­დი მა­სა­ჟის­ტი­ა.

- 18 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ვლა­დი­ვოს­ტკში ჩა­ვა­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლე­ბელ­ში და და­ვე­უფ­ლე მა­სა­ჟის­ტის სპე­ცი­ა­ლო­ბას. მე­რე წა­ვე­დი ტი­ბეტ­ში, სა­დაც და­ვე­უფ­ლე აუ­რა მა­საჟს. ეს არის მა­სა­ჟის სა­ხე­ო­ბა, რომ­ლის დრო­საც შე­გიძ­ლია სა­ერ­თოდ არ შე­ე­ხო ადა­მი­ანს, უბ­რა­ლოდ, უნ­და შე­გეძ­ლოს აუ­რით მარ­თვა. იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ წერ­ტი­ლებ­ში შე­ხე­ბა. ტი­ბე­ტი­დან წა­ვე­დი ჩი­ნეთ­ში და იქ შე­ვის­წავ­ლე წერ­ტი­ლო­ვა­ნი მა­სა­ჟი, მე­რე ტა­ი­ლან­დში გა­ვი­ა­რე, სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­სა­ჟის კურ­სე­ბი. არ­სე­ბობს მი­თე­ბი, რომ წერ­ტი­ლო­ვა­ნი მა­სა­ჟი კურ­ნავს ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის­გან, გარ­კვე­უ­ლი დრო­ით მას ტკი­ვი­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა შე­უძ­ლი­ა, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა ზედ­მი­წევ­ნით ცოდ­ნა, მით უმე­ტეს - სა­ქარ­თვე­ლო­ში. რად­გან წერ­ტი­ლო­ვა­ნი მა­სა­ჟის დროს ლიმ­ფურ ზო­ნებ­ზე შე­ხე­ბა გვიხ­დე­ბა, ამან შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მში მი­ძი­ნე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, მათ შო­რის სიმ­სივ­ნის. შე­საძ­ლო­ა, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ალერ­გი­ის გა­მოწ­ვე­ვა, ამი­ტომ ყვე­ლას ვურ­ჩევ, თა­ვი აა­რი­დოს წერ­ტი­ლო­ვან მა­საჟს. აღ­მო­სავ­ლე­ლი ხალ­ხის კულ­ტუ­რა გან­სხვავ­დე­ბა ჩვენ­გან, თუნ­დაც კვე­ბის კულ­ტუ­რა, მათ მრგვლო­ვა­ნი კუნ­თე­ბი აქვთ, ჩვენ კი "ნევრასთენიკები" ვართ. წერ­ტი­ლის მო­ძებ­ნის ის მე­თო­დი, რა­საც ას­წავ­ლი­ან, შე­იძ­ლე­ბა დამ­ღუპ­ვე­ლი იყოს. ერ­თმა პა­ტა­რა ცდო­მი­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს.

- ძი­რი­თა­დად რა სა­ხის მა­საჟ­ზეა მოთხ­ოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლო და სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­საჟ­ზე ერ­თნა­ი­რად არის მოთხ­ოვ­ნა. წერ­ტი­ლო­ვან და აუ­რა მა­საჟს ნაკ­ლე­ბად ითხ­ო­ვენ, არც არის ჩვენ­თან კარ­გად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აუ­რა მა­სა­ჟის მცნე­ბა. ბო­ლო დროს მა­მა­კა­ცებ­საც გა­ე­ზარ­დათ მა­სა­ჟის სურ­ვი­ლი. ქა­ლე­ბი თუ სამ­კურ­ნა­ლო მა­საჟს ითხ­ო­ვენ, მა­მა­კა­ცებ­ში უფ­რო სა­რე­ლაქ­სა­ციო და ნა­ბა­ხუ­სე­ვის მა­საჟ­ზეა მოთხ­ოვ­ნა. ნა­ბა­ხუ­სე­ვის მა­სა­ჟი ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ცე­დუ­რა­ა, რად­გან ამ დროს შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლია სის­ხლძარ­ღვე­ბი, სის­ხლი ძნე­ლად მოძ­რა­ობს და ორ­გა­ნიზ­მი­დან ალ­კო­ჰო­ლი დრო­უ­ლად ვერ გა­მო­ი­დევ­ნე­ბა. ამ დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რთხი­ლეა სა­ჭი­რო, რად­გან შე­საძ­ლო­ა, ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ეს მა­სა­ჟი 70 ლა­რი ღირს.

- გა­სახ­დომ მა­საჟ­ზე არ არის მოთხ­ოვ­ნა?

- ჩვენ არ ვა­კე­თებთ გა­სახ­დომ მა­საჟს, რად­გან ასეთი მა­სა­ჟი არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს ან­ტი­ცე­ლუ­ლი­ტუ­რი მა­სა­ჟი, რო­მე­ლიც ხელს უწყ­ობს ცე­ლუ­ლი­ტის შრე­ე­ბის გაქ­რო­ბას, მაგ­რამ ეს არის გრძელ­ვა­დი­ა­ნი კურ­სი, რომ­ლის შე­დე­გად იკ­ლებ 2-3 სან­ტი­მეტრს გარ­შე­მო­წე­რი­ლო­ბა­ში. დი­ე­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია სხე­უ­ლის ლა­მა­ზი ფორ­მე­ბის­თვის. თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია ე.წ. თაფ­ლის მა­სა­ჟი, ამას უფ­რო ან­ტი­ცე­ლუ­ლი­ტუ­რი და კოს­მე­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. თუ ადა­მი­ა­ნი ალერ­გი­უ­ლი­ა, მის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია თაფ­ლის მა­სა­ჟი, თუ მშრა­ლი კა­ნი აქვს - თაფლს სხვა მა­სა­ლა უნ­და და­ვუ­მა­ტოთ და ეს ძა­ლი­ან კარ­გია კა­ნის­თვის. სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­სა­ჟი მო­ი­ცავს არო­მა­თე­რა­პი­ას, სა­ჭი­რო­ებს ზე­თებს, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ წერ­ტი­ლებ­ში შე­ი­ზი­ლე­ბა და დიდ­ხანს მოქ­მე­დებს ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე. ასე­ვე ვი­ყე­ნებთ ცხელ ქვებს, რო­მე­ლიც ხსნის და­ძა­ბუ­ლო­ბას, და­ჭი­მუ­ლო­ბას და წმენდს ადა­მი­ა­ნის აუ­რას. მა­სა­ჟის ფა­სე­ბი 40-დან 100 ლა­რამ­დე გა­ნი­საზღ­ვრე­ბა, გა­აჩ­ნი­ა, რას მო­ითხ­ოვს კლი­ენ­ტი.

- კლი­ენ­ტებს უც­ნა­უ­რი მოთხ­ოვ­ნე­ბი არ აქვთ?

- ჩემ­თვის ისიც უც­ნა­უ­რი­ა, სექსს რომ ითხ­ო­ვენ. იმ­დე­ნი უც­ნა­უ­რი მოთხ­ოვ­ნა აქვთ, ვერ ჩა­მოვ­თვლი, ზო­გი­ერ­თი კლი­ენ­ტი ეჭ­ვი­ა­ნობს, მი­აჩ­ნი­ა, რომ მი­სი სა­კუთ­რე­ბა ხარ. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა 2004 წელს და­ვიწყ­ე. შე­ვე­დი კა­ბი­ნეტ­ში და კლი­ენტს ვუთხ­ა­რი, გა­ი­ხა­დეთ­-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა - ჯერ შენ გა­ი­ხა­დე, მე მე­რე გა­ვიხ­დი­ო. მა­სა­ჟის დროს რა­ღაც მო­მენ­ტში ძა­ლი­ან კარ­გია ცო­ტა ძლი­ე­რად დარ­ტყმა კუნ­თზე, ერ­თ-ერ­თი ასე­თი პრო­ცე­დუ­რის დროს კლი­ენ­ტი წა­მო­მიხ­ტა და მცე­მა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი ერ­თი კლი­ენ­ტი მო­ვი­და და მითხ­რა, ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნე­ლი ვა­რო... ჩვენ­თან უამ­რა­ვი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და­დის, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი პარ­ლა­მენ­ტა­რი ფიქ­რობს, რომ სირ­ცხვი­ლია მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის დაც­ვას მო­ითხ­ოვს და არ მაქვს მა­თი გვა­რე­ბის და სა­ხე­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის უფ­ლე­ბა. ახ­ლან­დე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის ერ­თ-ერ­თი წევ­რი, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზორ­ში კი არა, ლა­მის უთო­შიც კი ჩანს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ პირ­ვე­ლად მო­ვი­და ჩვენ­თან, მაგ­რამ რე­გის­ტრა­ცია სხვა გვარ­-სა­ხე­ლით გა­ი­ა­რა. მა­საჟ­ზე მოთხ­ოვ­ნა კი გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ მას რა­ტომ­ღაც სექ­სთან აი­გი­ვე­ბენ და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ურ­ჩევ­ნი­ათ, ღა­მის სა­ა­თებ­ში მო­ვიდ­ნენ. ხში­რად მო­დი­ან უცხ­ო­ე­ლე­ბი, რო­ცა სტუმ­რად ჩა­მო­სულ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს სურთ მა­სა­ჟის გა­კე­თე­ბა, მა­შინ გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი და მათ­თან მივ­დი­ვართ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ღირს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია