სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე პეტიციას ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებაზე პეტიციას ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე საქართველოს მოქალაქეების ონლაინ პეტიციას ამ დროისთვის 5 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოლიმპიური კომიტეტისადმი გასაგზავნ მიმართვას ხელს 5078 მოქალაქე აწერს. პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება.

პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაციების - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნების" ორგანიზებით შემუშავდა, გუშინ კი მასზე ონლაინ რეჟიმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

საქართველოს მოქალაქეების აზრით, რომლებიც პეტიციას უერთდებიან, დაუშვებელია სოჭის ოლიმპიადაში ქვეყნის მონაწილეობა მაშინ, "როდესაც რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ახდენს საოკუპაციო ზოლის გადმოწევას".

"ვთვლით, რომ ყოვლად გაუმართლებელი იქნება საქართველოს მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომისა და სასმელ-სარწყავი წყლის გარეშე აღმოჩნდა... მიგვაჩნია, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის პროტესტის გამოცხადება იქნება საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური ნაბიჯი და პასუხი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისა და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოხატოს პროტესტი რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის საზიანოდ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ. სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა იქნება მსოფლიო თანამეგობრობისადმი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას", - ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით სხვადასხვა სახის ღონისძიება – მათ შორის მშვიდობიანი აქციებიც დაიგეგმოს. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ განცხადება "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია