სად იყო ნინო ბურჯანაძის ქმარ-შვილი აგვისტოს ომის დროს

სად იყო ნინო ბურჯანაძის ქმარ-შვილი აგვისტოს ომის დროს

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერი საპრეზიდენტო კანდიდატს, ნინო ბურჯანაძეს დაეთმო. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ორჯერ ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, სტუდიაში მხარდამჭერებთან და შვილებთან ერთად მივიდა.

გადაცემის წამყვანმა კანდიდატს იმ გახმაურებულ ფარულ ჩანაწერზე ჰკითხა, რომელიც 2011 წელს შს სამინისტრომ გაავრცელა და რომელშიც სამინისტროს ინფორმაციით, ბურჯანაძე თავის უფროს ვაჟთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად განიხილავდა საკითხს, როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები 25 მაისის ღამეს.

"თქვენ მეკითხებით, შემოგვყავდა თუ არა მე და ჩემს შვილს გრუ-ს ჯარი საქართველოში? სხვათაშორის, ის ჩემი შვილი, რომელზეც საუბარია, 2008 წლის ომის დროს წავიდა იქ, სადაც უნდა წასულიყო. იმ ჯარების გასაჩერებლად, რომელიც სააკაშვილმა შემოიყვანა, ჩემი შვილი და ჩემი ქმარი ცხინვალის რეგიონში იყვნენ 2008 წლის აგვისტოში. მესამე კი, რომელიც მაშინ 14 წლისაც არ იყო, ჩამოვიდა ინგლისიდან, რომ აქ ყოფილიყო, როცა ქვეყანას უჭირდა", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

გადაცემაში ბურჯანაძის შვილებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა ნინო ბურჯანაძე 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია