ბერას კონცერტის გამო სასწავლო პროცესი ჩაშალეს

ბერას კონცერტის გამო სასწავლო პროცესი ჩაშალეს

თელავის ცენტრალურ მოედანზე, დღეს, 20:00 საათზე "ბერას" კონცერტი გაიმართება. სცენა "ქართუ ბანკის" წინ, N1 საჯარო სკოლის შესასვლელთან დამონტაჟდა, რის გამოც სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. როგორც მოსწავლეები აცხადებენ, ისინი სკოლის ადმინისტრაციამ გააფრთხილა, რომ გაცდენილი გაკვეთილები რომელიმე შაბათს ჩატარდება, დღეს კი შეუძლიათ კონცერტს დაესწრონ.

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლია ბაზიერაშვილის განცხადებით, სკოლას უფლება აქვს, 1 დღით სასწავლო პროცესი შეწყვიტოს და გაცდენილი საათები შემდეგში აანაზღაუროს. მისივე თქმით, სწავლა ბერას კონცერტის გამო კი არ გადადებულა, არამედ იმის გამო, რომ ბევრი ხალხი ტრიალებს და არ არის მიზანშეწონილი ბავშვები იქ იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვის საკონცერტო ტურნეს ფარგლებში გამართულ კონცერტების დროს ხშირია გზების გადაკეტვა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია