ვლადიმერ ჟირინოვსკი - სასაზღვრო ბოძები იქ უნდა იდგეს, სადაც ისინი რუსეთის მეფემ ჩაარჭო

ვლადიმერ ჟირინოვსკი - სასაზღვრო ბოძები იქ უნდა იდგეს, სადაც ისინი რუსეთის მეფემ ჩაარჭო

ჩვენ უკვე ცნობიერებაში გვაქვს, რომ რუსეთსა და თურქეთს პირდაპირი საზღვარი უნდა ჰქონდეთ და როდესაც შუაში საქართველოა, ეს გაუგებარია, - ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო რუსეთის ნაწილი.

"ჩვენ ერთად ვართ, ერთი ერი ვართ, რა ბოძები უნდა იყოს. მოდით, დავიწყოთ პირდაპირ სოფელ სარფში, იქ იქნება რუსეთ-თურქეთის საზღვარი. აბა რაში გვჭირდება ზედმეტი თავის ტკივილი. ხომ სჯობს, ადამიანებისა და ტვირთის თავისუფლად გადაადგილება. უმჯობესია, გავუშვათ მატარებელი - ერევანი-თბილისი-სოხუმი-მოსკოვი. აქედან დავიწყოთ, რათა ადამიანებს შორის კავშირები იყოს, თუნდაც ეკონომიკური. თქვენ კიდევ ბოძებზე საუბრობთ. სასაზღვრო ბოძები იქ უნდა იდგეს, სადაც ისინი რუსეთის მეფემ ჩაარჭო და არავის აქვს მათი შეხების უფლება. ვინც შეეხება, ხელებს მოვამტვრევთ", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

დუმის დეპუტატი საქართველოს მიერ სოჭის ოლიმპიადის შესაძლო ბოიკოტირების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოიკოტი სუსტების საქმეა.

"თუ ვინმე სპორტულ ღონისძიებას ბოიკოტს გამოუცხადებს, ეს მხოლოდ ამ ქვეყნის და მისი სპორტსმენების სისუსტეზე მეტყველებს. სპორტი პოლიტიკის ნაწილი არ არის. პოლიტიკის ნაწილი არ უნდა იყოს არც ვაჭრობა, მეცნიერება და ხელოვნება. ამდენად, ბოიკოტი სუსტების საქმეა. არაფერი იციან და ამბობენ – "არ წავალ", "არ გავაკეთებ". იმიტომ, რომ სუსტი და ლაჩარი ხარ და იწყებ ბოიკოტზე ლაპარაკს. ვის სჭირდება ბოიკოტზე ლაპარაკი. ოლიმპიადაზე მუდამ მილიონობით სპორტსმენი ასპარეზობდა და კიდევ მიიღებს მონაწილეობას", - აღნიშნა ჟირინოვსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?