საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯართს ყიდის

საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯართს ყიდის

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქონების გასხვისებაზე აუქციონი 7 ოქტომბერს გამოაცხადა. აუქციონის გამოცხადებას გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ მოაწერა ხელი.

ღია აუქციონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში (მერაბ კოსტავს 68) 25 ოქტომბერს 11 საათზე გაიმართება. გასაყიდადაა გამოტანილი სამი ლოტი - დაახლოებით 146 კილოგრამი ალუმინი, 19 ტონანახევარი რკინა და 31 კილოგრამამდე სპილენძის სადენები. გაყიდული ლითონით მაუწყებლის ბიუჯეტში დაახლოებით 5 ათას 200 ლარი შევა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ტყემალაძე ჯართის გაყიდვის მიზეზებზე საუბრობს.

„ეს ჯართი ტელევიზიის ტერიოტორიაზე ყრია, ზოოპარკის მხარეს. მაგ ადგილზე საყვავილის გაკეთება გვინდა, გადაღების დროს ხომ ყვავილები გვჭირდება ხოლმე“, - აღნიშნა ტყემალაძემ Media.Ge-სთან საუბრისას.

მაუწყებლის სააუქციონო კომისიის წევრები იქნებიან მაუწყებლის ფინანსური დირექტორი - კახა სონიშვილი, მთავარი იურისტი - ელენა მიხაილოვა, სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი - ილია ლომსაძე, შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი - დავით მიქაცაძე და კანცელარიის უფროსი ელენე ქავთარაძე.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა ორგანიზაციამ მაუწყებელს შესყიდული ლითონის ღირებულება 5 დღის ვადაში უნდა გადაურიცხოს.

Media.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია