"ვი­ღა­ცას გულ­ზე ად­გას, რომ სა­გა­ნე­ლი­ძე უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი­ა"

"ვი­ღა­ცას გულ­ზე ად­გას, რომ სა­გა­ნე­ლი­ძე უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი­ა"

რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ვო­კა­ცი­ებს გა­ნაგ­რძობს. სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მო­წე­ვი­სა და მავ­თულ­ხლარ­თე­ბის გაბ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის ცეცხ­ლის ერ­თ-ერ­თი მე­ჩი­რაღ­დნე იქ­ნე­ბა მფრი­ნა­ვი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო-­რუ­სე­თის ომ­ში მო­ნა­წი­ლეო­ბის­თვის "გმი­რის" წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭეს. სულ ახ­ლა­ხან კი რუ­სე­თის მთა­ვარ­მა სა­ნი­ტარ­მა გე­ნა­დი ონი­შენ­კომ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია სა­ხალ­ხოდ კი­დევ ერ­თხელ აძა­გა და გა­ნაცხ­ა­და, რომ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვას არ გა­მო­რიცხ­ავს. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ სწო­რედ ამ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რით და­ვიწყ­ეთ:

სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლი­ა, მე­ტიც - პრო­ვო­კა­ციაა ის, რაც ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. ვგუ­ლის­ხმობ სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის მე­ჩი­რაღ­დნედ სა­ქარ­თვე­ლო-­რუ­სე­თის ომის მო­ნა­წი­ლე მფრი­ნა­ვის გამ­წე­სე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩანს, რუ­სეთ­ში ისევ გაძ­ლი­ერ­დნენ რე­აქ­ცი­ულ­-შო­ვი­ნის­ტუ­რი ძა­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ონი­შენ­კოს ბო­ლო გან­ცხა­დე­ბას, ის რა­ღაც ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შე­უ­სა­ბა­მო­ბებ­ზე ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად ჩნდე­ბა ეჭ­ვი, რომ ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბის­თვის მი­ზეზს ეძე­ბენ, რად­გან რა და რო­გორ იყი­დე­ბა რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე, რა ალ­კო­ჰო­ლურ სას­მე­ლებს სვა­მენ, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით. არ მინ­და, და­ბე­ჯი­თე­ბით ვთქვა, რომ რუ­სე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას ცდი­ლობს, მაგ­რამ ამის ნიშ­ნე­ბი აშ­კა­რად არის. ჩვენ დი­დი სიფ­რთხი­ლე გვმარ­თებს, არ უნ­და ავ­ყვეთ ემო­ციებს, მე­ტი სიმ­შვი­დე და მე­ტი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მუ­შაო­ბაა სა­ჭი­რო. მეს­მის, რაც ხდე­ბა, ძნე­ლი ასა­ტა­ნი­ა, მაგ­რამ ემო­ცი­ე­ბის აყო­ლამ რა მოგ­ვი­ტა­ნა, 2008 წელს უკ­ვე ვნა­ხეთ. ო­ლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კითხ­ის გა­და­ხედ­ვას ნამ­დვი­ლად არ გა­მოვ­რიცხ­ავ, მე­ტიც - მი­მაჩ­ნი­ა, რომ თა­ვი­სი პო­ზი­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მაც უნ­და გა­მო­ხა­ტოს. ჩვენ, რო­დე­საც გა­დავწყ­ვი­ტეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ვი­მოქ­მე­დეთ ოლიმ­პი­ა­დის პრინ­ცი­პით, რომ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა დგას, რუ­სე­თი კი არ­ღვევს ამ პრინ­ციპს, რო­დე­საც სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით არ­ჩევს მო­ჩი­რაღ­დნეს. ამით, ერ­თი მხრივ, ცდი­ლობს შე­უ­რაცხ­ყოს სა­ქარ­თვე­ლო, მე­ო­რე მხრივ კი შე­უ­რაცხ­ყოფს მთა­ვარ ოლიმ­პი­ურ დე­ვიზს. არ გა­მოვ­რიცხ­ავ, რომ რუ­სე­თის ქმე­დე­ბის მი­ზე­ზი ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტი­ცა­ა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბის დი­დი შან­სი აქვს, რაც რუ­სეთს აშ­ფო­თებს და ამ­გვა­რად ცდილობს ჩვენ­ზე ზე­წო­ლას.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყრი­ლო­ბას და პარ­ტი­ის რებ­რენ­დინ­გის მცდე­ლო­ბას?

- ეს არა­ნა­ი­რი რებ­რენ­დინ­გი არ არის. თუ მა­თ სი­ახ­ლე დრო­შა­ზე ჯვრე­ბის გუ­ლე­ბით შეც­ვლა ჰგო­ნიათ, ეს სა­ცო­და­ო­ბაა და ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო­ა.

- ამ­ბო­ბენ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში თბი­ლი­სის მე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე აპი­რებს კენ­ჭის ყრა­სო.

- თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­ნამ­დე ცი­ხე­ში არ აღ­მოჩ­ნდა, რა თქმა უნ­და, ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა მო­ქა­ლა­ქეს, მა­საც ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა კენ­ჭი იყა­როს. თუმ­ცა მე­ეჭ­ვე­ბა, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი ჰქონ­დეს. ამ­გვა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით ის კი­დევ ერ­თხელ აიგ­დებს თავს მას­ხრად და შე­უ­რაცხ­ყოფს ქვე­ყა­ნას.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლის პერ­სპექ­ტი­ვამ გა­აჩინა მო­ლო­დი­ნი, რომ შე­სა­ძ­ლო­ა, კო­ა­ლი­ცია და­ი­შა­ლოს. ბევ­რი მით­ქმა-­მოთ­ქმაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შიგ­ნით არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, რომ­ლის მა­გა­ლი­თი შე­საძ­ლოა იყოს ში­ნა­გან საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის სრუ­ლი­ად შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა ე.წ. ჯი­ჰა­დის ვი­დე­ო­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­დის თანამ­დე­ბო­ბი­დან და არა პო­ლი­ტი­კი­დან, ის არც მა­ლავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, თუმ­ცა გე­თან­ხმე­ბით, რომ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და პო­ლი­ტი­კურ სპექ­ტრსაც ძა­ლი­ან აღელ­ვებს. შე­სა­ბა­მი­სად, ვინ რას ელის ამის­გან და ვინ - რას. ვი­ღა­ცა ფიქ­რობს, რომ მი­სი წას­ვლით კო­ა­ლი­ცია და­იშ­ლე­ბა, თუმ­ცა ძა­ლი­ა­ნაც ცდე­ბა. კო­ალ­ი­ცი­ის შიგ­ნით არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, რაც რა­ტომ­ღაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თუ ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან და­პი­რის­პი­რე­ბად ფას­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ალა­სა­ნი­ა­სა და ღარი­ბაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას, სი­მარ­თლე გითხ­რათ, ვე­რა­ნა­ირ და­პი­რის­პი­რე­ბას ვერ ვხე­დავ, ყვე­ლამ ვი­ცოდით, რომ ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რომ მუ­შავ­დე­ბო­და ყვე­ლა დე­ტა­ლი, ალა­სა­ნი­ამ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ამა­ში დახ­მა­რე­ბა შეს­თავა­ზა, რა­ზეც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ საქ­მე გახ­სნი­ლი იყო, სად არის აქ კონ­ფლიქ­ტი და და­პი­რის­პი­რე­ბა?

- არც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის შიგ­ნით ჩანს ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე, ში­და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ინ­სპი­რა­ტო­რად ხში­რად თქვენც გა­სა­ხე­ლე­ბენ.

- თუ ვი­ღა­ცას გულ­ზე ად­გას, რომ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი და სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის უფ­რო­სი­ა, რა ვქნა, მა­გათ გა­მო ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე უარს ვერ ვიტყ­ვი. გარ­წმუ­ნებთ, უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბა არ არის, მაგ­რამ ვა­დას­ტუ­რებ, რომ ზო­გი­ერ­თი დე­პუ­ტა­ტი უკ­მა­ყო­ფი­ლო­ა, ძი­რი­თა­დად იმით, რომ თა­ვის რა­ი­ო­ნებ­ში საკ­მა­რი­სი გავ­ლე­ნა ვერ აქვს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბე­ბი მათ არ და­ა­კომ­პლექ­ტეს.

- კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბა­ზე რას იტყ­ვით. ის ამ­ტკი­ცებს, რომ სა­დაზღ­ვე­ვო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ მა­ფი­ას თქვენ ლო­ბი­რებთ.

- კო­ბა და­ვი­თაშ­ვილ­მა მთე­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­თო სა­გა­ნე­ლი­ძე­ზე ლა­პა­რაკს მო­ან­დო­მა, არა მგო­ნი­ა, ამან რა­ი­მე სი­კე­თე მო­უ­ტა­ნოს. თურ­მე ჩე­მი ძმისშ­ვი­ლი და­მი­ნიშ­ნავს ერ­თ-ერთ სა­დაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ა­ში დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ და ასე ვლო­ბი­რებ მა­ფი­ას. სა­მარ­ცხვი­ნოა ეს გან­ცხა­დე­ბა. გი­ორ­გიმ ამ კომ­პა­ნი­ა­ში, ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა და­იწყო 2007 წელს, რო­დე­საც მე, ფაქ­ტობ­რი­ვად, უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი, და უკ­ვე ნა­ხე­ვა­რი წე­ლი­­ა, სა­ერ­თოდ წა­მოვ­იდა ამ სამ­სა­ხუ­რი­დან. ის ამ დარ­გის კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი­ა, ამე­რი­კა­სა და ინ­გლის­ში აქვს გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და კომ­პა­ნი­ამ ის, რო­გორც კარ­გი მე­ნე­ჯე­რი, ისე და­ი­ქი­რა­ვა, ჩე­მი ძმისშ­ვი­ლო­ბა არა­ფერ შუ­ა­ში­ა. ეს მშვე­ნივ­რად იცის და­ვი­თაშ­ვილ­მა. კარ­გი ღვი­ნო რომ და­ა­ყე­ნო, ბა­ლას­ტის­გან უნ­და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლო, პო­ლი­ტი­კაც რაც მა­ლე გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლის­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა