სა­ქარ­თვე­ლო­ში 50 სო­ფე­ლი 20 წე­ლი უშუ­ქო­დაა

სა­ქარ­თვე­ლო­ში 50 სო­ფე­ლი 20 წე­ლი უშუ­ქო­დაა

ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც 21-ე სა­უ­კუ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ბო­ლო წლე­ბის ერ­თ-ერთ უმ­თავ­რეს მიღ­წე­ვად და წარ­მა­ტე­ბად ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის ქო­ნა ით­ვლე­ბო­და, აღ­მოჩ­ნდა, რომ რამ­დე­ნი­მე ათე­ულ სო­ფელს, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 წე­ლი ელექ­ტრო­ე­ნერ­გია სა­ერ­თოდ არ მი­ე­წო­დე­ბა. ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს ბო­ლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 3668 სოფ­ლი­დან ასე­თი ორ­მოც­და­ა­თი­ა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მსგავ­სი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, მით უმე­ტეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, საკ­მა­ოდ დი­დი მა­ჩე­ვე­ნებ­ლი­ა. "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" 36 ასე­თი სოფ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა მო­ი­ძი­ა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სია არას­რუ­ლი­ა, ყვე­ლა­ზე გა­საკ­ვი­რი ის აღ­მოჩ­ნდა, რომ უშუ­ქოდ დარ­ჩე­ნი­ლი სოფ­ლე­ბის უმ­ტე­სო­ბა არა მა­ღალ­მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში, არა­მედ შუ­ა­გულ ქარ­თლში­ა. კერ­ძოდ, ქა­რე­ლის რა­ი­ონ­ში ხუ­თი ასე­თი სო­ფე­ლი­ა: ლე­თე­თი, ოქ­როს­სო­ფე­ლი, ბა­ტი­უ­რი, მე­ხე­თი, ბა­ნი, ტყე­მა­ლა, ტყემ­ლო­ვა­ნა. ხუ­თი სო­ფე­ლია გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შიც: გაგ­ლუ­ა­ან­თუ­ბა­ნი, ქსოვ­რი­სი, იფ­ნა­რა, ვე­ლე­ბი, თხი­ნვა­ლი; კას­პსა და ხა­შურ­შიც ორ-ორი სო­ფე­ლი: გოს­ტი­ბე, ცხა­ვე­რი. ღარ­თა და სარ­ტყე­ლა. ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი სოფ­ლე­ბის სიმ­რავ­ლით ქართლს მოს­დევს აჭა­რა, კერ­ძოდ კი ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის შემ­დე­გი სოფ­ლე­ბი: ჯან­ჯღნა­რი, ლეკ­ნა­რი, სა­თოვ­ლის წყა­ლი, სა­ჯუ­გი­ა, სა­მა­რი­ლე, კარ­ჩხა­ლი. მცხე­თა-­მთი­ა­ნე­თი - დუ­შე­თის ოთხი სო­ფე­ლი: ლა­უ­შა, გრძელ­ვე­ლი, კა­წალ­ხე­ვი, ავე­ნი­სი და მცხე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ბევ­რე­თი. თუმ­ცა უნ­და აღი­ნიშ­ნოს რომ ამ სი­ა­ში კი­დევ ბევ­რი "უ­შუ­ქო" სო­ფე­ლი არაა მოხ­ვედ­რი­ლი. აღ­ნიშ­ნულ სი­ა­ში მოხ­ვდა ასე­ვე ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი შრო­შა, კერ­ძოდ ექ­სე­უ­ლი­ძე­ე­ბის უბა­ნი, ხა­რა­გა­უ­ლის სო­ფე­ლი პა­ტა­რა ლახ­ვა­რი. საჩხ­ე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ვა­კი­სა, ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი უტყ­ი­სუ­ბა­ნი, დმა­ნი­სისს რა­ი­ო­ნის - სო­ფე­ლი სო­გო­უთ­ლო, გურ­ჯა­ა­ნის - ჭე­რე­მი, ცა­გე­რის - ბა­ვა­რი და დე­დოფ­ლის­წყა­როს - ზე­მო­ქე­დი.

ელექ­ტრო­ნერ­გი­ის უქონ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი 90-ი­ან წლებ­ში მო­პა­რუ­ლი კი­ლო­მეტ­რო­ბით სიგ­რძის ელექ­ტრო­სა­დე­ნე­ბი­ა.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია