რა გარჩევებია ივანიშვილის გუნდში?

რა გარჩევებია ივანიშვილის გუნდში?

კოალიცია "ქართულ ოცნებაში" დაძაბული სიტუაციაა. როგორც კულუარებში საუბრობენ, უმრავლესობის არაერთი დეპუტატი წამოაყენებს ულტიმატუმს მოთხოვნით, - გაიწმინდოს მათი რიგები ამბიციური ადამიანებისგან.

თუ რა ხდება კოალიციაში, ამაზე "ალიას" "სახალხო კრების" წევრი - ლაშა ამირეჯიბი ესაუბრება:

- სამწუხაროდ, კოალიცია "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს ხელს უწყობს, რომ ის მეორე წრეზე წავიდეს. უკვე ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც და ამ ადამიანს პრეტენზია გაუჩნდა გახდეს თბილისის მერი. ალბათ, გახსოვთ, როგორ დაიწყო მისი საპრეზიდენტო კარიერა, ანუ რა იყო მისი ტრამპლინი. სააკაშვილი გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, ამის შემდეგ დაიწყო სახურავებზე სირბილი, ლამის ხეებზეც კი დახტოდა, ჩაიწერა ბლომად ქულები და გახდა პრეზიდენტი. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მას არ აძლევენ გარე ძალები საშუალებას, სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას დამნაშავეების წინააღმდეგ. დამნაშავეებს ხელს აფარებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები...

- არა მგონია, სააკაშვილმა თბილისში არჩევნები მოიგოს, გავიხსენოთ უახლოეს წარსული, ის დედაქალაქში ყოველთვის აგებდა.

- ეს ვიცი და გასაგებია, მაგრამ აქ მთავარია, როგორი გარიგებები მოხდება და როგორ დაალაგებენ სიტუაციას ამერიკელები. ამავე დროს ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსები ჩასაფრებულები არიან, ამ დღეებში პაატა ზაქარეიშვილმა საგულისხმო რამ თქვა, - რუსები გამადიდებელი შუშით გვიყურებენ და ელოდებიან, ქართველებმა რაღცა უხეში შეცდომა დავუშვათო. მიხეილ სააკაშვილს უნდა, რაც შეიძლება მალე შემოათრიოს თბილისში, არიოს სიტუაცია და საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდოს. თუ გახსოვს, მე დიდი ხნის წინ ვლაპარაკობდი, რომ ამ ადამიანს უნდა დევნილის სტატუსი მიიღოს. თუ რუსები ოკუპირებული ტერიტორიების აქეთ გადმოვლენ, რა თქმა უნდა, გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა და არჩევნები ჩაიშლება.

- რუსების მოყვანა თბილისამდე გამორიცხულია, მათ ახლა ამისთვის არ სცალიათ, ოლიმპიადა აქვთ ჩასატარებელი.

- გამორიცხული არაფერია, შეიძლება რუსებმა სწორედ ოლიმპიადა მოიმიზეზონ და შემოვიდნენ. როგორც ვატყობ, პრემიერ-მინისტრსაც შეუჩნდნენ ვიღაცები, რათა ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადაზე არ გაუშვან.

- აი, სწორედ ახლა მივადექით მთავარ სათქმელს, - რა ხდება ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის გუნდში პარლამენტსა თუ მთავრობაში? მე ვიცი, რომ სამივეგან დიდი შეუთანხმებლობა და კულუარული გარჩევებია.

- მე ველოდებოდი ამ ყველაფერს, რადგან ივანიშვილის გარემოცვაში გუნდური თამაში არასოდეს ყოფილა, რა თქმა უნდა, არის გარჩევები, ყველა ფიქრობს, როგორ გაიუმჯობესოს საკუთარი ცხოვრება, ქვეყანა და ხალხი ყველას ერთ ადგილას ჰკიდია. მე უკვე ხშირად ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ესენი მიუშვა, მაგრამ ამ შემთხვევაში დაზარალდა ქართველი ხალხი და არა, თავად ივანიშვილი. ბიძინამ ყველას აჩვენა, - აი, ეს არის ჩვენი ქართული პოლიტიკა, ეს არის ჩვენი პოლიტიკური საზოგადოება. აბა, დაუკვირდი, ხალხმა დაინახა ვინ, ვინ არის და ერთი რამ გამოიკვეთა ძალიან კარგად, - დღეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არავინ არ ფიქრობს ხალხზე, საუბედუროდ, დღეს სახეზე გვაქვს დიდი გაუგებრობა. ბიძინა ივანიშვილმა თითქოს ლუსტრაცია მოხადინა საკუთარი გარემოცვისა.

- შენ უკვე ფანტაზიორობ, თუ სიმართლეს ლაპარაკობ?

- მე ვლაპარაკობ, რაც ხდება რეალურად. დამისახელე ერთი კანონი, რომელიც ამ პარლამენტმა ხალხის სასარგებლოდ მიიღო. ამათ რომ ვუყურებ, ერთი გამონათქვამი მახსენდება: "მოხუცი მოტ...ეს და კარი გამოიჯახუნეს!" აგერ ღიად გეუბნები ამას. მინისტრები და პარლამენტარები შეცვივდნენ კაბინეტებში, კარები მოგვიჯახუნეს, ისე გვხმარობენ, ხანდახან ვერც კი ვიგებთ... მე არ ვამბობ, ამას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, ამას აკეთებენ მისი მინისტრები და პარლამენტარები. რაღაც კომუნიკაციაზე ლაპარაკობს ბატონი ბიძინა, თვითონ აიღოს სხვა ნომერი და იქიდან დაურეკოს თავისი გარემოცვის წევრებს, ნახავს, რომელი აიღებს ტელეფონს. გახსოვთ, მიშამ რით აყლაპა საზოგადოებას? მინისტრებს თითი დაუქნია, - დედას მოგ...ავთ, ტელეფონი აიღეთო!!! ეს გახსოვს? მაშინ რამხელა რეიტინგი გაიკეთა, ესეც უნდა გახსოვდეს... ეს იყო წმინდა წყლის პიარი, მაგრამ საზოგადოებას ძალიან გაუხარდა, ამის შემდეგ აღარავინ პასუხობდა ტელეფონს, მაგრამ ხომ გააპიარა?.. შეიძლება მიხეილ სააკაშვილმა საბოლოოდ ვერ მოიგოს, მაგრამ თავის პატრონებს აჩვენებს, ნახეთ, რამდენი რამის გაკეთება შემიძლიაო. დღეს პიარის მთელი მანქანა მუშაობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ვერ უგებს სააკაშვილი, მაგრამ თუ ივანიშვილის გარემოცვა ასე იქნება გაბრუებული, მაშინ სხვანაირად წავა საქმე და გვექნება სამწუხარო შედეგები. გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის კაცი, ოღონდ შეფუთული ამერიკულად. კიდევ ერთ ფაქტს გაგახსენებთ, - ამ ადამიანმა როგორც კი დაიწყო გაზსადენის გაყიდვაზე ლაპარაკი, ამერიკელებმა სულ თითი უქნიეს და ძლივს გააჩერეს, ფულიც კი მისცეს სანაცვლოდ. ახლა გადავიდეთ მთავარზე, - დღეს რუსები ყველა მხრიდან გვიგებენ, რუსეთი რაღაც სხვას ელოდებოდა, ვერ მიიღო და ამიტომაც გამწარდა.

- რას ელოდებოდა ბიძინა ივანიშვილისგან რუსეთი და რა ვერ მიიღო?

- რუსეთი პირდაპირ გვეუბნება, - თქვენი გამოიღეთ, ჩემი უნდა შევდოო... დაუკვირდით, დღეს სააკაშვილს ეგენი ეხმარებიან და ეს უკანასკნელი, მშვენივრად იყენებს საპიაროდ. კოალიციაში, რამდენიმე კაცის გარდა, ყველა იმითაა დაკავებული, რომ ივანიშვილის სახელი დააკნინოს. ბოლო დროს ისე წარმოაჩინეს, თითქოს, ეს კაცი არაფრის გამკეთებელია. ამავე დროს მიშა მთელ მსოფლიოს აჩვენებს, თითქოს, ახალი პრემიერი არ დგას თავის მოწოდების სიმაღლეზე. რუსებმა თავიდან რაღაც სატყუარა გადმოგვიგდეს, - აბა, დავიწყოთ ურთიერთობა, ღვინო შემოიტანეთო, მაგრამ ახლა, ონიშენკო 28 სახეობის ღვინოს უკან აბრუნებს, ესეც პოლიტიკის ნაწილია... მოდით, გავხსნათ კარტები ბოლომდე: რუსებს არ მოეწონათ ის, რომ მათ მიერ ჩანერგილი აგენტები ახალ ხელისუფლებაში ძალიან ცუდად მუშაობენ, მათი ჩათლახი აგენტები დღეს ყველგან არიან, მაგრამ დავალებებს ვერ ასრულებენ.

- ვინ არის ეს ჩათლახი აგენტები, ან სად არიან, მთავრობაში თუ პარლამენტში?

- ყველგან არიან, მარტო 7-8 კაცია პარლამენტში, ისინი არ ჩანან, ხმას არ იღებენ, რუსების მიერ "დავერბოვკებული" ადამიანები მთავრობაშიც არიან და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაშიც, ნაწილი ძველი თაობაა, ხოლო ნაწილი - ახალი თაობა. ამ ადამიანებმა რუსების დავალება ვერ შეასრულეს "სამიანზეც" კი...

- კი მაგრამ, რა პოლიტიკური დავალებები ჰქონდათ მათ?

- როცა პრემიერის უახლოეს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი ხნის წინათ ჰქონდა რუსეთთან ურთიერთობა და გადაბმული ჰქონდათ კუდები, აქ ყველაფერი ნათელია. როდესაც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ხარ დამუშავებული, ამ შემთხვევაში ანგარიშვალდებული ხარ შენი პატრონების წინაშე. თუ ასეთი ქაოსი გაგრძელდება, ცოტა ხანში იძულებული ვიქნები, დავასახელო ეს ადამიანები და ვთქვა, ვინ არიან, ან საიდან მოდიან. ფაქტია, რუსები ძალიან გამწარებულები არიან და ამ გამწარებამ შეიძლება ისეთი შედეგები გამოიღოს, ქვეყანაში ქაოსი დაიწყოს. პარლამენტში სიტუაცია წკიპზეა, როგორც კი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩაივლის, ეგრევე გადაუვლიან ერთმანეთს.

ქართველებს გვჭირს ერთი უბედურება, - ვიღაცის ხათრით რაღაცას მივაღწევთ და შემდეგ გვიჩნდება დიდი ამბიციები. მაგალითად, კობა დავითაშვილი მოხვდებოდა თუ არა პარლამენტში, არავინ იცის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა და ეგრევე პრეზიდენტობა მოუნდა. ყველაფერს დავანებოთ თავი, დღეს პრემიერს უყურებენ, როგორც ფულის დიდ ტომარას, ყველა ცდილობს სათავისოდ იქიდან რაღაც გამოიტანოს. ვიღაცებს ეწყინათ, რომ ივანიშვილმა მათ მილიონი დოლარი არ აჩუქა, მე თუ მკითხავთ, ისიც დააშავა, ზოგიერთებს საარჩევნოდ დიდი ფული რომ მისცა. კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი: როდესაც გია გაჩეჩილაძე და "მწვანეები" არავის ახსოვდა, ივანიშვილმა დაიახლოვა და შეიყვანა პარლამენტში. მეტი რაღა უნდა გაგიკეთოს ადამიანმა, ამის შემდეგ რატომ უნდა მოითხოვო შენი პარტიის დაფინანსება? ახლა ეს კაცი ფიქრობს, - კობა დავითაშვილმა მილიონი ლარის ასატრინა შეჭამა და მე რატომ არ მაძლევსო?!. არის ასეთი შინაგანი შუღლი პარლამენტში. აგერ, ზვიად ძიძიგურს მილიონი მისცა, მე არ მომცა... რა, მე არ მეკუთვნისო?.. თუ გინდა, რომ ყველა დატკბეს და არ გაგებუტოს, მაშინ, ან ყველას უნდა მისცე, ან არავის არ უნდა მისცე. ახლა, გია გაჩეჩილაძე და გია ჟორჟოლიანიც ფიქრობენ, რით ვართ კობა დავითაშვილზე ნაკლები? ჩვენ რა, ასატრინა არ გვიყვარს თუ მილიონს ვეღარ დავხარჯავდითო?.. ჩვენ მხოლოდ პოლიტიკურ სიტუაციებზე რომ ვლაპარაკობთ, პარლამენტში ასეთი რაღაცების გამოც არის დაპირისპირება, მე პირდაპირ ვამბობ, - ბიძინა ივანიშვილმა ბევრი რამე გააკეთა, მაგრამ თავის გარემოცვაში მიანც არ ჰყავს ერთგული ადამიანები, ისინი სხვანაირად უყურებენ ამ კაცს, წესით, როცა არაფერი გაგაჩნია, არაფერს წარმოადგენ და შემდეგ, ყველაფერი გაგიჩნდება, უმადური აღარ უნდა იყო, მაგრამ ნათქვამია, - უნახავმა რა ნახაო?!. მე არც ერთ გიასთან არ მაქვს პრეტენზია პიროვნულად და არც მეორესთან, მაგრამ არის მომენტები, როცა დაბალ ტონში უნდა ილაპარაკო. იქნებ იმასაც უნდა ჰკითხო რამე, ვინც რაღაცას გაძლევს? ასეთი რამ გამორიცხული უნდა იყოს საერთოდ... მეც ბევრი რამე მინდა, მაგრამ, როცა არა მაქვს, შეიძლება საკუთარ თავზე დამწყდეს გული და არა, სხვაზე. დღეს ასეთი სიტუაციაა, თითქოს გახურებულ თონეში ვზივართ და სადაცაა, უნდა გასკდეს. როგორმე ჩაივლის არჩევნები და ამის შემდეგ რა მოხდება, არავინ იცის. პრემიერი კი ამბობს, რაღაც ბერკეტები მექნება და სიტუაციას დავალაგებო, მაგრამ ვფიქრობ, ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა