"ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნის" კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი - "მე­ო­რე გა­მო­ცე­მა სტა­ლი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბით ამე­რი­კა­ში გაგ­ზავ­ნეს"

"ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნის" კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი - "მე­ო­რე გა­მო­ცე­მა სტა­ლი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბით ამე­რი­კა­ში გაგ­ზავ­ნეს"

ქარ­თველ­მა რა შე­იძ­ლე­ბა შე­აგ­რო­ვოს, თუ არა "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი­ო", - მითხ­რა ჩემ­მა კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა მას­პინ­ძელ­მა მა­მუ­კა ჩხე­ი­ძემ, ამ­დე­ნი "ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნის" და­ნახ­ვით გან­ცვიფ­რე­ბა რომ შე­მამ­ჩნი­ა. კა­რა­დაც რომ სა­გან­გე­ბოდ, "ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნის" კო­ლექ­ცი­ის­თვის გა­უ­კე­თე­ბი­ათ! ყვე­ლა ეგ­ზემ­პლარს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი აქვს და მა­მუ­კას გარ­და ბიბ­ლი­ო­თე­კას თურ­მე ვე­რა­ვინ შე­ე­ხე­ბა, გა­მო­ღე­ბულ წიგ­ნსაც კი ვე­რა­ვინ გა­და­ფურ­ცლავს.

"ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნით" კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა მის მა­მას, ნო­დარ ჩხე­ი­ძეს და­უწყია და 1980-ი­ა­ნი წლე­ბის­თვის 160-170 ეგ­ზემ­პლა­რი შე­უკ­რე­ბი­ა. შემ­დეგ შვი­ლიც მა­მის კვალს გაჰ­ყო­ლია და დღეს ჩხე­ი­ძე­ე­ბის კო­ლექ­ცი­ა­ში "ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნის" 400-ზე მე­ტი ­გამოცემაა. სხვა­თა შო­რის, ბა­ტონ მა­მუ­კა­სა და ასე­ვე ცნო­ბილ კო­ლექ­ცი­ო­ნერ ლე­ვან თაქ­თა­ქიშ­ვილს სა­კუ­თა­რი ილუს­ტრი­რე­ბუ­ლი კა­ტა­ლო­გიც კი შე­უდ­გე­ნი­ათ და ჩვენს "პა­ლიტ­რა L"-ში გა­მო­უ­ცი­ათ. გვირ­გვი­ნად კი ამ შე­სა­ნიშ­ნავ კო­ლექ­ცი­ას ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში პირ­ვე­ლი ნა­ბეჭ­დი წიგ­ნის - ვახ­ტანგ მე­ექ­ვსი­სე­უ­ლი ქარ­თუ­ლი "სა­ხა­რე­ბის" უნი­კა­ლუ­რი ეგ­ზემ­პლა­რი ად­გას.

- თუ არ ვცდე­ბი, "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი" 51 ენა­ზე ითარ­გმნა და მხო­ლოდ ერ­თი მაკ­ლია - 1989 წელს ადი­ღე­უ­რად გა­მო­ცე­მუ­ლი. კავ­კა­სი­ა­ში ვი­თა­რე­ბა რომ აი­რი­ა, ვე­ღა­რაფ­რით მი­ვაკ­ვლი­ე. ჩე­მი კო­ლექ­ცი­ის უძ­ვე­ლე­სი ეგ­ზემ­პლა­რი კი "ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნის", ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­ო­რე გა­მო­ცე­მა 1841 წლის არის. რამ­დე­ნი­მე გამოცემა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემ გარ­და არა­ვის აქვს, ზო­გი­ერ­თი კი თვი­თონ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ჩი­ნუ­რად სამ­ჯერ უთარ­გმნი­ათ "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი". პირ­ვე­ლი თარ­გმა­ნი 1944 წლი­სა­ა, ბე­ი­ვანს ეკუთ­ვნის და ჩუნ სინ­ში გა­მოს­ცეს, იმდროინდელი სხვა თარ­გმა­ნიც არ­სე­ბობს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მო­ვი­პო­ვე/. არ­სე­ბობს კი­დევ 1954 წლის, ლუ­ ცის თარ­გმა­ნი. ორი­ვე წიგ­ნი ჩი­ნუ­რის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლად - მარ­ჯვნი­დან მარ­ცხნივ იშ­ლე­ბა, სტრი­ქო­ნე­ბი კი ზე­მო­დან ქვე­მოთ მო­დის, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ლუ­ ცის მი­ერ თარ­გმნი­ლი "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი" ჩვე­უ­ლებ­რი­ვა­დაც გა­მოს­ცეს: "ევ­რო­პუ­ლად" იშ­ლე­ბა და იე­როგ­ლი­ფე­ბიც მარ­ცხნი­დან მარ­ჯვნივ იკითხ­ე­ბა. ერთ-ერ­თი ჩი­ნუ­რი გა­მო­ცე­მა კი მარ­თლაც ფან­ტას­ტი­კუ­რია - კო­მიქ­სი გახ­ლავთ და მის შე­სა­ხებ არა­ვინ იცო­და. ამ კო­მიქ­სის 1957 წლის გა­მო­ცე­მაც არ­სე­ბობს და 2002 წლი­საც, პირ­ვე­ლის ას­ლი. კი­დევ ერ­თი უნი­კა­ლუ­რი ეგ­ზემ­პლა­რიც ჩემ გარდა არა­ვის აქვს - ვე­ნე­სუ­ე­ლა­შია გა­მო­ცე­მუ­ლი 1974 წელს. პრო­ფე­სორ ავ­გუსტ ლე­ონ­მა მი­სი მხო­ლოდ შე­სა­ვა­ლი გა­და­თარ­გმნა, თვი­თონ ნა­წარ­მო­ე­ბის მთარ­გმნე­ლი კი უც­ნო­ბი­ა. "ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნის" 450-460 გა­მო­ცე­მა არ­სე­ბობს და, სი­მარ­თლე გითხ­რათ, სო­სო რომ არ ყო­ფი­ლი­ყო - იო­სებ ბე­სა­რი­ო­ნის ძე სტა­ლი­ნი, - მე­ეჭ­ვე­ბა, ამ­დენ­ჯერ გა­მო­ე­ცათ. სწო­რედ მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა, ჯერ მარ­ტო ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე რომ ითარგმნა შო­თა რუს­თა­ვე­ლი, შემ­დეგ კი - სხვა ქვეყ­ნებ­ში. მა­გა­ლი­თად, ეს წიგ­ნი 1938 წელს მოს­კოვ­ში და­ი­ბეჭ­და, "ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნის" საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი, უორ­დრო­პი­სე­უ­ლი თარ­გმა­ნია და მარ­თლაც აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მა­ა. კი­დევ ერთ მის იდენტურ "ვეფ­ხის­ტყა­ო­სანს" ფა­სი აწე­რია, რაც უცხ­ო­ეთ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის­თვის უჩ­ვე­უ­ლო­ა. აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­ო­რე გა­მო­ცე­მას სტა­ლი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბით, ყდა შე­უც­ვა­ლეს, და­ა­წე­რეს ფა­სი 4,50 დო­ლა­რი და გაგ­ზავ­ნეს ამე­რი­კა­ში, მუ­შა­თა წრე­ში გა­სავ­რცე­ლებ­ლად და გა­სა­ყი­დად. ამ წიგ­ნის არ­სე­ბო­ბა არა­ვინ იცო­და და 3 ცა­ლი მე ჩა­მო­ვი­ტა­ნე ევ­რო­პი­დან. მაქვს 1954 წლის უნ­გრუ­ლი გა­მო­ცე­მაც. სკკპ-ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი იუ­რი ან­დრო­პო­ვი ოდეს­ღაც უნ­გრეთ­ში, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და და სტა­ლი­ნის პე­რი­ოდ­ში, ჩანს მის­თვის თა­ვის მო­სა­წო­ნებ­ლად, უნ­გრუ­ლად ათარ­გმნი­ნა "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი". სტა­ლი­ნი 1953 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ რა­კი წიგ­ნი ნა­თარ­გმნი იყო, მა­ინც გა­მოს­ცეს­. ი­ა­პო­ნუ­რად შო­თა რუს­თა­ვე­ლი 4-ჯერ თარ­გმნეს­. უ­ნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი მაქვს, შე­სა­ნიშ­ნავ ფურ­ცელ­ზეა და­ბეჭ­დი­ლი და ილუს­ტრა­ცი­ე­ბიც უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი­სა­ა. ებ­რა­ულ ენა­ზეც მაქვს "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი". ქუ­თა­ი­სე­ლი კა­ცი იყო, ბო­რის გა­პო­ნო­ვი, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ში გა­და­სახ­ლდა და იქ თარ­გმნა და გა­მოს­ცა "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი". ჩემს კო­ლექ­ცი­ა­ში მეგ­რუ­ლად ­ნათარ­გმნი "ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნის" - "ყი­ლო­ში ტყე­ბა­მის" - რამ­დენ­იმე ეგ­ზემ­პლა­რიც მაქვს. ერ­თ-ერ­თი 1991 წელს სო­ხუმ­შია გა­მო­ცე­მუ­ლი, არ­ძინ­ბას ბრძა­ნე­ბით. ყვე­ლას­თვის ხომ ნა­თე­ლი­ა, რა­ტომ მო­ინ­დო­მა არ­ძინ­ბამ მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ და­ძა­ბულ პე­რი­ოდ­ში "ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნის" მეგ­რუ­ლად გა­მო­ცე­მა? მაქვს ასე­ვე, უსი­ნათ­ლო­ე­ბის­თვის ქარ­თუ­ლად გა­მო­ცე­მუ­ლი შო­თა რუს­თა­ვე­ლი და რუ­სუ­ლი, ოღონდ არას­რუ­ლი თარ­გმა­ნიც. ჩემს კო­ლექ­ცი­ა­ში შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძი­სე­უ­ლი "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი­ცა­ა", ფან­ქრით მეც­ნი­ე­რის­ვე მი­ნა­წე­რე­ბით. ამას წი­ნათ კი ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი ეგ­ზემ­პლა­რი ვი­შოვ­ე, გერ­მა­ნი­ი­და­ნაა ჩა­მო­ტა­ნი­ლი. ეს გახ­ლავთ 1935 წელს მი­უნ­ხენ­ში ვინ­მე გი­ორ­გი ფრო­ნე­ლის მი­ერ გა­კე­თე­ბუ­ლი წიგ­ნი. თარ­გმა­ნი უც­ნო­ბი­ა. წიგ­ნის ბო­ლო­სიტყ­ვა­ო­ბა­ში კი ფრო­ნე­ლი მად­ლო­ბას უხ­დის ემილ ვოლ­კერს, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნე­ტით მი­ვაკ­ვლიე და აღ­მოჩ­ნდა ჰიტ­ლე­რის დროს მი­უნ­ხე­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, პირწავარდნილი ნა­ცის­ტი. ფრო­ნე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა­საც ვარ­კვევ.

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია