საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ოცზე მეტი კანდიდატი იბრძოლებს. წარმოგიდგენთ პრეზიდენტობის სამი ყველაზე აქტიური პრეტენდენტის საპრეზიდენტო დაპირებას.
დავით ბაქრაძე - ერთად გავაკონტროლოთ მთავრობა

ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სლოგანი მისი "პიარშიკების" გონივრული მიგნებაა, რადგან ცხადია, თუ გავითვალისწინებთ "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ რეპუტაციას ხალხში, ნებისმიერი სხვა დაპირება ამომრჩეველთა აშკარა გაღიზიანებას გამოიწვევდა, არგუმენტით - რამის გაკეთება თუ გინდოდათ, 9 წელი გქონდათო.
აი მაშინ კი, როდესაც პოლიტიკოსები აცნობიერებენ, რომ აღარ ღირს ხალხისთვის ისეთი კონკრეტული დაპირებების მიცემა, რომელთა შესრულება მათ ძალებს რეალურად აღემატება, ისინი ზოგადსა და, შეიძლება ითქვას, აბსტრაქტულ დაპირებებზეც კი გადადიან. ასე მაგალითად, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო სლოგანი
გიორგი მარგველაშვილი - ერთად გავაგრძელოთ წინსვლა

საინტერესოა, რას გულისხმობს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი "წინსვლაში" და რა მოლოდინებს აჩენს ეს სიტყვა ამომრჩეველში. საინტერესოა 5 წლის შემდეგ, რაზე შეიძლება მოედავოს ამომრჩეველი მარგველაშვილს - დაპირებაში ხომ კონკრეტული არაფერია...
დაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ ამავე ჟანრიდან არის ნინო ბურჯანაძის დაპირებაც
ნინო ბურჯანაძე - სამართლიანობა ყველგან და ყოველთვის

როგორც ჩანს, ქართველები "ასფალტის" ჭამით უკვე გავძეხით და ახლა დროა, "სამართლიანობა" ვჭამოთ...
გიორგი გიორგაშვილი
ასევე იხილეთ: ყველაზე პოპულისტური და ცრუ წინასაარჩევნო დაპირებები