"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 25 ნო­ემ­ბრამ­დე წა­ვა"

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 25 ნო­ემ­ბრამ­დე წა­ვა"

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­ვე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი­ა, რო­მე­ლიც არ­ღვევს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის "ტრა­დი­ცი­ას" და თა­ნამ­დე­ბო­ბას სა­კუ­თა­რი ნე­ბით ტო­ვებს. კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­წე­რი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის თა­ნახ­მად, კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის დაგ­ვიქ­ნევს ხელს პრე­მი­ე­რი, ამას იუ­რის­ტი და კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ავ­თან­დილ დე­მეტ­რაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს:

- პრო­ცე­დუ­რე­ბის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენ­ტი არ­ჩე­ვი­დან 20 დღე­ში ფიცს დებს და იმ წუ­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იხ­სნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას. პრე­ზი­დენ­ტი ავა­ლებს ამა­ვე მთავ­რო­ბას მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას, ანუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჯერ არის პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი და მთავ­რო­ბაც იგი­ვე­ა. შემ­დეგ იწყ­ე­ბა ახა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა, რაც შემ­დეგ­ნა­ი­რად ხდე­ბა: ბო­ლო სა­პარ­ლა­მენ­ტო, ანუ 2012 წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში სა­უ­კე­თე­სო სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გის სუ­ბი­ექ­ტი სთა­ვა­ზობს პრე­ზი­დენტს, წა­მო­ა­ყე­ნოს პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი (მან შე­იძ­ლე­ბა და­ა­სა­ხე­ლოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ან სხვა). ამ მო­მენ­ტი­დან უკ­ვე იწყ­ე­ბა პრე­მი­ე­რის გა­და­ყე­ნე­ბის, ანუ წას­ვლის პრო­ცე­დუ­რა, თუ, რა თქმა უნ­და, იგი აპი­რებს პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას. ამის შემ­დეგ, ეს ახა­ლი (ან ძვე­ლი) კან­დი­და­ტი აყა­ლი­ბებს მთავ­რო­ბის მთელ შე­მად­გენ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ად­გენს სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას და მი­დის პარ­ლა­მენ­ტში ნდო­ბის მი­სა­ღე­ბად. თუ პარ­ლა­მენ­ტმა მთავ­რო­ბას ნდო­ბა გა­მო­უცხ­ა­და, ის და­ნიშ­ნუ­ლად ით­ვლე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­ში პრე­ზი­დენ­ტი ფორ­მა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მებს მის და­ნიშ­ვნას. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი თუ წას­ვლას ახ­ლა­ვე აპი­რებს, ეს იმ მო­მენ­ტში მოხ­დე­ბა, რო­დე­საც კო­ა­ლი­ცია და­ა­სა­ხე­ლებს ახალ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს. ამ პრო­ცე­დუ­რას და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა სჭირ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ­სე­ბობს რა­ღაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი (ა­რა­და, ამის მოგ­ვა­რე­ბა ერთ კვი­რა­შიც შე­იძ­ლე­ბა). წე­სით და რი­გით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბი­დან ორ კვი­რა­ში წა­ვა. ამ­ბობ­დნენ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გო, მაგ­რამ ეს არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა იყოს წლის ბო­ლო. ვი­ნა­ი­დან ასე­თი პრო­ცე­დუ­რაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, თა­მაშს ხომ არ და­იწყ­ე­ბენ? ეს ხომ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­ში გა­მო­ვა, ანუ ჯერ პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრად აირ­ჩე­ვენ ისევ, მე­რე რა­ღა­ცა დრო გა­ვა და გა­დად­გე­ბა და ისევ უნ­და და­იწყ­ოს ახა­ლი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა? მე მა­ინც მგო­ნი­ა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბი­დან ორი კვი­რის ვა­და­ში წა­ვა - პირ­ვე­ლი ტუ­რი თუ იქ­ნა, ეს და­ახ­ლო­ე­ბით თვის ბო­ლოს, 20-დან 25 ნო­ემ­ბრამ­დე უწევს.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა