მიხეილ სააკაშვილი ილჰამ ალიევს არჩევნებში "ისტორიულ და დამსახურებულ" გამარჯვებას ულოცავს

მიხეილ სააკაშვილი ილჰამ ალიევს არჩევნებში "ისტორიულ და დამსახურებულ" გამარჯვებას ულოცავს

"საქართველოს პრეზიდენტი ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც მიხეილ სააკაშვილის მისალოც წერილშია ნათქვამი, ალიევის გამარჯვება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის.

"თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობარო, მიიღეთ ჩემი გულწრფელი და გულითადი მილოცვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ისტორიულ და დამსახურებულ გამარჯვებასთან დაკავშირებით. თქვენი არჩევა მოწმობს აზერბაიჯანელი ხალხის მაღალი ხარისხის ნდობას და წარმოადგენს დაუღალავი შრომის შედეგს თქვენი ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. ეს გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და გარდამტეხი ფაქტორია მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის.

დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის კვლავაც ნაყოფიერად განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

ვსარგებლობ რა შემთხვევით, გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას და კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით. გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო მოძმე აზერბაიჯანის ხალხს - ბედნიერებასა და კეთილდღეობას", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა