ტელე-რადიო "პალიტრის" გადაცემა "პროვოკატორის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა განხორციელებულ და სამომავლო საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო შემოდის ინიციატივით, მის ინტერესებშია მისთვის ხელსაყრელი საკანმომდებლო უზრუნველყოფა შექმნას და იგივე ხდება ფინანსთა მინისტრის შემთხვევაშიც. ბუნებრივია, რომ მინისტრი იყოს "ჟმოტი", -დასძინა ბერძენიშვილმა.
პარლამენტის წევრის განცხადებით, აღნიშნულ საკანმომდებლო საკითხებზე დამატებითი ცვლილებები ახალი წლისთვის იგეგმება. კითხვაზე, თუ რატომ არ მოხერხდა ეს არჩევნებამდე, ბერძენიშვილმა უპასუხა: "საარჩევნოდ არ გვცალია, ეს არ გვჭირდება, რადგან ეს არის არჩევნები, როცა გამარჯვებული ცნობილია არჩევნებამდე".