აშ­შ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი აფ­ხა­ზე­თის ფი­ნან­სთა მი­ნისტრს თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ

აშ­შ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი აფ­ხა­ზე­თის ფი­ნან­სთა მი­ნისტრს თაღ­ლი­თო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ

ჩვენს გაზეთს ამე­რი­კა­ში მც­ხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი რე­ვაზ გა­რიშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და და გა­ნუცხ­ა­და, ვა­სილ ხო­რა­ვა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ აფ­ხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, აშშ-ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს, მათ შო­რის მის ოჯახს, თვით­მფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბის შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში შოვ­ნას ჰპირ­დე­ბო­და, ფულს არ­თმევ­და, შემ­დეგ კი, და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბელ ელექ­ტრო­ნულ ბი­ლე­თებს უგ­ზავ­ნი­და.

- 2013 წლის ივ­ნის­ში ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ჩვენს ვაჟ­სა და თა­ვის და-­ძმას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. რო­გორც წე­სი, მე ჩე­მი აგენ­ტი მყავს, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს და თვით­მფრი­ნა­ვის ბი­ლე­თებს შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში შო­უ­ლობს, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ჩემ­ი ოჯა­ხის წევ­რებ­მა მითხ­რეს, რომ ნი­უ­-ი­ორ­კში ერ­თ-ერ­თი ქარ­თვე­ლი, კერ­ძოდ, ვა­სილ ხო­რა­ვა ბი­ლე­თებს 1.000 დო­ლა­რად ჰყიდ­და. არა­და, 1.400-დან 1.600 დო­ლა­რამ­დე ვიხ­დით ხოლ­მე. რა თქმა უნ­და, ასეთ­მა ფას­მა მეც მომ­ხიბ­ლა და ვა­სილ ხო­რა­ვას ოთხი ბი­ლე­თის სა­ფა­სუ­რი გა­და­ვუ­ხა­დე. მან 2-3 დღე­ში გა­მო­მიგ­ზავ­ნა მი­სა­მარ­თი, რო­მელ­ზეც ელექ­ტრო­ნუ­ლი ბი­ლე­თე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი და ზედ ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი ეწე­რა, ქვე­მოთ ავი­ა­კომ­პა­ნი­ის ლინ­კი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი, შე­ვე­დი ამ ლინ­კზე და ვნა­ხე, რომ ბი­ლე­თე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ იყო. დავ­რე­კე აღნიშნულ კომ­პა­ნია "დელ­ტა­ში" და აღ­მოჩ­ნდა, რომ ბი­ლე­თებ­ში, რო­მე­ლიც ხო­რა­ვამ ჩვენს სა­ხელ­ზე გა­მოგ­ზავ­ნა, ფუ­ლი არ იყო გა­დახ­დი­ლი. ანუ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ იყო. ჩე­მი მე­უღ­ლის დამ მა­შინ­ვე ვა­სილ ხო­რა­ვას გა­და­უ­რე­კა. მან კი უთხ­რა, რომ რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და და ბი­ლე­თებს ხე­ლახ­ლა გა­მოგ­ზავ­ნი­და, თუმ­ცა ხელ­მე­ო­რედ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ბი­ლე­თე­ბის გა­და­მოწ­მე­ბი­სა­საც იგი­ვე მითხ­რეს - ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად ფუ­ლი არა­ვის გა­და­უ­რიცხ­ავს. ამა­სო­ბა­ში გაფ­რე­ნის დრო მო­ახ­ლოვ­და და დაგ­ვი­ა­ნე­ბის გა­მო, ბი­ლე­თე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რად ვი­ყი­დეთ. ხო­რა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბას ვცდი­ლობ­დით, მაგ­რამ უშე­დე­გოდ, ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოგ­ვწე­რა, რომ ის ერ­თ-ერთ უკ­რა­ი­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც გა­კოტ­რდა, ფუ­ლი "მო­ტე­ხა" და ისიც სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­ვით შარ­ში გახ­ვი­ა. ამ უკ­რა­ი­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის კვალს ვერ­სად მი­ვა­გე­ნით. საქ­მე ისა­ა, რომ ეს იყო დი­დი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა. არ ვი­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად გა­შუქ­და ეს ამ­ბა­ვი, მაგ­რამ სწო­რედ იმ დროს ამე­რი­კა­ში მოქ­მე­დი უკ­რა­ი­ნულ­-რუ­სუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბა და­ა­კა­ვეს, რომ­ლის წევ­რე­ბიც კორ­პო­რა­ცი­ულ საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თებს იპა­რავ­დნენ და შემ­დეგ ყიდ­დნენ. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ. ეს სქე­მა გა­ი­შიფ­რა და, რო­გორც ჩანს, ყვე­ლა ბა­რა­თი დაბ­ლო­კეს, მათ შო­რის ალ­ბათ, ვა­სილ ხო­რა­ვა­სიც. თანაც შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ხო­რა­ვას არ სცოდ­ნო­და, რომ ის მო­პა­რუ­ლი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თით სარ­გებ­ლობ­და. მთლი­ა­ნად ხო­რა­ვას­თვის 4.400 დო­ლა­რამ­დე მქონ­და გა­დახ­დი­ლი და აქე­დან მხო­ლოდ 2.200 და­აბ­რუ­ნა. მე პი­რა­დად ქა­ლაქ ბრიჯ­ვო­ტარ­ში ვცხოვ­რობ. იქ­ვე ახ­ლოს, ქა­ლაქ მემ­ვილ­თან, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ა­ა, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე. სწო­რედ იქ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რი­სას, რომ ხო­რა­ვას მსხვერ­პლი 50-მდე ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით. შე­საძ­ლო­ა, უფ­რო მე­ტიც. აქე­დან თან­ხა მთლი­ა­ნად მხო­ლოდ ოთხს და­უბ­რუ­ნა, არ ვი­ცი, ალ­ბათ მა­თი ეში­ნო­და ან სხვა მი­ზე­ზის გა­მო გა­დაწყ­ვი­ტა ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა. ამ თაღ­ლი­თო­ბის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად ბრიჯ­ვო­ტა­რის პო­ლი­ცი­ა­ში შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის დაწყ­ე­ბას ვე­ლო­დე­ბი.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" აფ­ხა­ზე­თის მთავ­რო­ბის ფი­ნან­სთა მი­ნისტრ ვა­სილ ხო­რა­ვა­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბებს აბ­სურ­დუ­ლი უწო­და და დას­ძი­ნა, რომ რად­გან მა­ღა­ლი თან­ამდე­ბო­ბის პი­რი­ა, სწ­ო­რედ ამი­ტომ ცდი­ლო­ბენ მი­სი სა­ხე­ლის შებღალვას.

- მე ნამ­დვი­ლად ვმუ­შა­ობ­დი უკ­რა­ი­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის ხელ­მძღვანე­ლიც არის მაქ­სიმ ივა­ნო­ვი. ამ კომ­პა­ნი­ის ოფი­სი ახ­ლაც მუ­შა­ობს ლოს­-ან­ჯე­ლეს­ში. საქ­მე ისა­ა, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ ამე­რი­კა­ში მოქ­მედ ავი­ა­კომ­პა­ნია "დელ­ტას­თან", ასე­ვე თურ­ქულ "თურ­ქიშ ეირ­ვე­ის­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შეწყ­ვი­ტა და სწო­რედ ამი­ტომ ვე­ღარ მო­ხერ­ხდა აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა. გა­დახ­დილ თან­ხას კი კომ­პა­ნია კლი­ენ­ტებს ეტა­პობ­რი­ვად უბ­რუ­ნებს. თუ ვინ­მეს თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა სურს, ამის­თვის ჩემს სა­ხელს და მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას ნუ გა­მო­ი­ყე­ნებს, რად­გან მე ამ პრობ­ლე­მას­თან კავ­ში­რი არ მაქვს. არა­ვის არა­ვინ მო­უტყ­უ­ე­ბი­ა, უბ­რა­ლოდ, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შეწყ­და და კლი­ენ­ტებს თან­ხა უკან უბ­რუნ­დე­ბათ. მი­მარ­თონ ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც ახ­ლაც ამე­რი­კა­შია და დღემ­დე მუ­შა­ობს ამ კომ­პა­ნი­ა­ში. ჯერ ერ­თი, მხო­ლოდ 18-მდე ადა­მი­ანს ჰქონ­და შეკ­ვე­თი­ლი ბი­ლე­თე­ბი და არა 50-ს. ყვე­ლას უკ­ლებ­ლივ და­უბ­რუნ­დე­ბა გა­დახ­დი­ლი თან­ხა.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?