გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკით ვეღარ გავერთობით, გავერთობით სერიალებით

გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკით ვეღარ გავერთობით, გავერთობით სერიალებით

პოლიტიკით ვეღარ გავერთობით, გავერთობით სერიალებით, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აქტიურობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, თბილისი მუდმივად არის პოლიტიკური ინტრიგების ქალაქი, თუმცა ეს ასე აღარ იქნება.

"ვინც მიცნობს, იცის, რომ არც ინტრიგანი არ ვარ, არც ძალაუფლება მჭირდება და არც ვიღაცის დაჩაგვრა არ მინდა. პოლიტიკით ვეღარ გავერთობით, გავერთობით რაღაც სერიალებით. აგერ თურქული სერიალია მოდაში, იმას ვუყურებთ, მაგრამ პოლიტიკით ვეღარ გავერთობით. იქნება ერთად სვლა ქვეყნის განვითარების სამსახურში", - აღნიშნა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მისი თქმით, დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში ოპოზიციონერები კიდევ უფრო გამოავლენენ საკუთარ თავს.

"ორი კვირა დარჩა, სანამ დასრულდება ეს კოჰაბიტაცია და ეს გარყვნილობა ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში. დასრულდება ის, თითქოს ლეგიტიმურად ხელისუფლებაში მოსული ადამიანები, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ ისინი არიან ქვეყნის ოპოზიციაში, ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობენ. თუ ოპოზიციაში ხარ, რატომ ხარ მთავრობაში. ამას წინათ კომიკური მიტინგი ჩაატარეს, მოქმედი მერი და მოქმედი პრეზიდენტი ოპოზიციის მიტინგზე იდგნენ, ეს კომედია იყო", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა