ანდერს ფოგ რასმუსენი ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გაბმის პროცესს გმობს

ანდერს ფოგ რასმუსენი ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გაბმის პროცესს გმობს

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გაბმის პროცესს გმობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა აცნობა, აღნიშნულთან დაკავშირებით რასმუსენმა განცხადება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 59-ე სესიაზე გააკეთა, რომელიც ხორვატიაში, ქალაქ დუბროვნიკში მიმდინარეობს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა და ამ კონტექსტში რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლთან განხორციელებული ქმედებები დაგმო.

გარდა ამისა, ანდერს ფოგ რასმუსენმა გაიხსენა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და მზადყოფნა, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი.

ამასთან, მისივე თქმით, ალიანსი ინტერესით დააკვირდება საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც, რასმუსენის შეფასებით, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს პროგრესს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 59-ე სესიაში ქართული დელეგაცია ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა