ნინო ანანიაშვილი: "ჯერჯერობით ვერ ვბედავ შიშველი ბალერინების სცენაზე გამოყვანას"

ნინო ანანიაშვილი: "ჯერჯერობით ვერ ვბედავ შიშველი ბალერინების სცენაზე გამოყვანას"

"ვინც უყურებს სპექტაკლებს და გემოვნება აქვს, მას შიშველ ბალერინაზეც არ ექნება ცუდი რეაქცია. შეიძლება მიქელანჯელოს შედევრებს შეურაცხყოფა მიაყენო?! - ეს ხომ შეუძლებელია"... ამბობს მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმაბალერინა - ნინო ანანიაშვილი... თუ რა უშლის ხელს მას, მოცეკვავეები სცენაზე შიშველი გამოიყვანოს, ამ და სხვა საკითხებზე თავად ნინო ანანიაშვილი გვესაუბრა.

ნინო ანანიაშვილი:

- საბალეტო სეზონი გავხსენით და ეს დღე ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა. წელს უკვე მეათე სეზონია რაც საქართველოში ვარ, როგორც საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი. დრომ საოცრად მალე გაირბინა...

- თუ არ ვცდები ამ სეზონზე თამამ სპექტაკლსაც წარმოადგენთ...

- სპექტაკლი იქნება, სადაც მოცეკვავეები პუანტების გარეშე, ფეხშიშველები იცეკვებენ... ახლა თამამი სპექტაკლს ისეთს ეძახიან, როცა მოცეკვავეები შიშვლები გამოდიან სცენაზე. ასეთები უკვე ბევრი ხდება მთელ მსოფლიოში. ჩვენ არ ავსულვართ ჯერჯერობით ამ დონეზე.

- თქვენ გინახავთ ასეთი თამამი სპექტაკლები საზღვარგარეთ და მოხიბლული დარჩენილხართ?

- დიახ, მინახავს, უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში დგამენ. მაგალითად არაჩვეულებრივი ბალეტია - ირჟი კილიანის "ბელლა ფიგურა", რომელიც ულამაზესია და ესთეტიურობით გამორჩეული. ის ფაქტი, რომ მოცეკვავეები შიშვლები არიან, ოდნავაც არ იქცევს მაყურებლის ყურადღებას. ეს არის სკულპტურასავით ფენომენი და არავის არ აღიზიანებს, ბალერინა რომ გახდილია. ყველა აღიქვამს, როგორც ბუნებრივს, როგორებიც ღმერთმა გვშვა...

- რა შემთხვევაში შეიძლება დაიდგას ირჟი კილიანის ეს შედევრი საქართველოში?

- ჯერ-ჯერობით ვერ ვბედავ ამ სპექტაკლის დადგმას საქართველოში. ვფიქრობ, ჩვენი მაყურებელი და საერთოდ ქვეყანა ამისთვის მზად არ არის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია