სიღარიბის მართლმადიდებლური ახსნა

სიღარიბის მართლმადიდებლური ახსნა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევრ ადა­მი­ანს დღი­უ­რი ლუკ­მის შოვ­ნაც კი უჭირს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, ვინც ცდი­ლობს გა­სა­ჭირ­ში მყოფ თა­ნა­მოძ­მეს მძი­მე ხვედ­რი შე­უმ­სუ­ბუ­ქოს, მხარ­ში ამო­უდ­გეს. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა მღვდე­ლი მი­ქა­ელ მეკ­რა­ვიშ­ვი­ლი:

- მა­მა­ო, მა­ინც რა არის სი­ღა­რი­ბე - გან­საც­დე­ლი თუ სას­ჯე­ლი?

- სი­ღა­რი­ბე არამც და არამც არ არის ღვთი­სა­გან მოვ­ლე­ნი­ლი სას­ჯე­ლი იმი­ტომ, რომ უფა­ლი არა­სო­დეს არა­ვის სჯის. ჩვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩვე­ნი­ვე ცოდ­ვე­ბის გა­მო ვის­ჯე­ბით, რად­გან ხში­რად ვა­მა­ხინ­ჯებთ კა­ნონს, რო­მე­ლიც უფალ­მა დაგ­ვი­წე­სა, სწო­რედ ამის გა­მო ვვარდებით გან­საც­დელ­ში, გან­საც­დე­ლი კი ადა­მი­ანს სი­ღა­რი­ბის სა­ხი­თაც ევ­ლი­ნე­ბა ხოლ­მე. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ეკო­ლო­გიუ­რი კა­ტას­ტრო­ფა ან მი­წის­ძვრა მოხ­და და ადა­მი­ა­ნი უსახ­ლკა­როდ დარ­ჩა. შე­იძ­ლე­ბა ომის ან სხვა უბე­დუ­რე­ბის გა­მო იქ­ცა ლტოლ­ვი­ლად, ან ის და­ე­ღუ­პა, ვინც ოჯახს არ­ჩენ­და - ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ადა­მი­ა­ნის გა­ღა­ტა­კე­ბის მი­ზე­ზი, თუმ­ცა, უმე­ტეს­წი­ლად სა­ფუძ­ველს სი­ღა­რი­ბი­სათ­ვის ჩვენ­ვე ვქმნით. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა თა­ვის დრო­ზე არ იშ­რო­მა, იზარ­მა­ცა და გა­ღა­ტაკ­და. ამის სა­პი­რის­პი­როდ, ზო­გი­ერ­თი დღე­და­ღამ შრო­მობს, უქ­მად ყოფ­ნას ვერ იტანს და ამ თვი­სე­ბის წყა­ლო­ბით მი­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც დღი­თი დღე უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

- სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა.

- არ­სე­ბობს ასე­თი ჩი­ნუ­რი წყევ­ლა: იცხ­ოვ­რე სა­ინ­ტე­რე­სო დრო­ში. რო­დე­საც ერ­თი წყო­ბა მე­ო­რით იც­ვლე­ბა, ეს პრო­ცე­სი ყო­ველ­თვის მტკივ­ნე­უ­ლია. საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ყოფ­ნის დროს ჩვე­ნი ხალ­ხი მიჩ­ვე­უ­ლი იყო, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­ცუ­ლი იყო, რომ ყვე­ლას უნ­და ეს­წავ­ლა, ემუ­შა­ვა, მაგ­რამ სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ახალ წყო­ბა­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ ხე­ლი ჩა­ვიქ­ნი­ოთ და არ ვიშ­რო­მოთ. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იცით, რო­მელ­მაც სო­ფელ­ში თა­ვი­სი კარ­-მი­და­მო მი­ა­ტო­ვა და საზღ­ვარ­გა­რეთ დღი­ურ მუ­შად, მო­ახ­ლედ ან მთლად უა­რე­სი - მე­ძა­ვად იქ­ცა? არა­და, ამ დროს მი­ტო­ვე­ბუ­ლი აქვთ მი­წე­ბი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მო­სა­ვა­ლიც მო­ი­წი­ოს და ოჯა­ხიც გა­მოკ­ვე­ბოს. ამი­სათ­ვის კი შრო­მაა სა­ჭი­რო. წმინ­და მა­მე­ბი წე­რენ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი შრო­მას იწყ­ებს, პრობ­ლე­მე­ბი აღა­რა აქ­ვსო. იმი­ტომ, რომ ის ამ დროს სუ­ლი­ე­რა­დაც იზ­რდე­ბა და ფი­ზი­კუ­რა­დაც უფ­რო ძლი­ე­რი, ამ­ტა­ნი ხდე­ბა. სი­დუხ­ჭი­რე არ უნ­და გახ­დეს სა­ბა­ბი ლო­თო­ბის, ნარ­კო­ტი­კის მი­ღე­ბის, ქურ­დო­ბი­სა და სხვა უამ­რა­ვი ცოდ­ვის ჩა­დე­ნი­სა. რაც უნ­და გვი­ჭირ­დეს, ყო­ველ­თვის უნ­და გვქონ­დეს უფ­ლის მოწყ­ა­ლე­ბის იმე­დი, იმე­დი იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბი­სა­კენ შე­იც­ვლე­ბა.

- დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია ეწე­ვა ქველ­მოქ­მე­დე­ბას, ისი­ნი ეხ­მა­რე­ბი­ან ავად­მყო­ფებს, მი­უ­სა­ფარ და გა­სა­ჭირ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს, თუმ­ცა ეს საქ­მეს ვერ შვე­ლის.

- დი­ახ, არ­სე­ბობს საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ და­ეხ­მა­რონ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს, მაგ­რამ ალ­ბათ თქვენც გა­გი­გი­ათ - ჭეშ­მა­რი­ტი ქველ­მოქ­მე­დი ის კი არ არის, ვინც ადა­მი­ანს ყო­ველ­დღი­უ­რად თევზს მის­ცემს, არა­მედ ის, ვინც თევ­ზის ჭე­რას ას­წავ­ლი­სო. ადა­მი­ა­ნი სულ ხელ­გაწ­ვდი­ლი კი არ უნ­და იყოს, მან თა­ვი­სი შრო­მით უნ­და მო­ი­პო­ვოს სარ­ჩო-­სა­ბა­დე­ბე­ლი და თუ შევ­ძლებთ, ამა­ში ხე­ლი უნ­და შე­ვუწყ­ოთ. სხვა­თა შო­რის, პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლი იყო, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ე­სახ­ლე­ბი­ნათ სოფ­ლებ­ში, მი­ე­ცათ მათ­თვის მი­წა, რომ მე­ურ­ნე­ო­ბა ეწარ­მო­ე­ბი­ნათ და ოჯა­ხე­ბი ერ­ჩი­ნათ. უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს არა­ერ­თგზის უქა­და­გი­ა, რომ ასე­თი სოფ­ლე­ბი უნ­და შე­იქ­მნას და რომ ადა­მი­ა­ნებ­მა სა­კუ­თა­რი მარ­ჯვე­ნით უნ­და შეძ­ლონ თა­ვის გა­ტა­ნა.

- მა­მა­ო, ევა­ლე­ბა თუ არა მდი­დარ ადა­მი­ანს, რომ ყვე­ლას ხე­ლი გა­უ­მარ­თოს?

- წმინ­და მა­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ, რომ ადა­მი­ა­ნი შეძ­ლე­ბის­და­გ­ვა­რად ყვე­ლას უნ­და და­ეხ­მა­როს. აი, რო­გორ არი­გებ­დნენ ისი­ნი მდიდ­რებს: მარ­ხვით ვერ მარ­ხუ­ლობ, ლოც­ვაც გე­ზა­რე­ბა და მოწყ­ა­ლე­ბა მა­ინც გა­ე­ცი, რომ უფ­ლის გუ­ლი შენ­კენ მო­იდ­რი­კო­ო. ქრის­ტი­ა­ნი­სათ­ვის ქველ­მოქ­მე­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. თუ ადა­მი­ა­ნი არ არის ქველ­მოქ­მე­დი, მა­შინ ის ქრის­ტი­ა­ნიც ვერ იქ­ნე­ბა. უფა­ლი ამ­ბობს - რო­გორც გას­ცემ, ისე­ვე მო­გე­გე­ბაო და რო­ცა ვინ­მეს ხელს უმარ­თავ, იმ ადა­მი­ან­ში ქრის­ტე უნ­და და­ი­ნა­ხო. ბო­ლოს­ და ­ბო­ლოს, სა­კუ­თა­რი თა­ვი მა­ინც უნ­და და­ი­ნა­ხო და არ იფიქ­რო, რომ ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ეხ­მა­რე­ბი, რა­ღა­ცით შენ­ზე დაბ­ლა დგას. უფალს ორი­ვე ერ­თნა­ი­რად უყ­ვარს და რა­საც გას­ცემ, ორ­მა­გად და­გიბ­რუნ­დე­ბა, რად­გან ამ დროს უფ­ლის ნე­ბას ას­რუ­ლებ. წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი გვა­რი­გებს: რო­დე­საც მოწყ­ა­ლე­ბას გას­ცემ, ჯერ გა­ე­ცი ის, რაც არ გჭირ­დე­ბა, შემ­დეგ გა­ე­ცი ის, რაც შენ­თვი­საც სა­ჭი­რო­ა, მაგ­რამ უმი­სო­ბით არა­ფე­რი მო­გაკ­ლდე­ბა, შემ­დგომ ეტაპ­ზე უკ­ვე იქამ­დეც მიხ­ვალ, რომ გას­ცემ იმას, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გჭირ­დე­ბა ან მოგ­წონს და ამით თავ­გან­წირ­ვას ის­წავ­ლი­ო.

- ზოგ­ჯერ მდი­დარ ადა­მი­ა­ნებ­საც ბევ­რი სთხოვს დახ­მა­რე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ისი­ნი ვერ ახერ­ხე­ბენ ყვე­ლას ხე­ლი გა­უ­წო­დონ...

- უწ­მინ­დესს არა­ერ­თხელ უქა­და­გია ქველ­მოქ­მე­დე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ის ხში­რად ლო­ცავს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ქველ­მოქ­მე­დე­ბას ეწე­ვი­ან. მე მგო­ნი, ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რა ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ხომ შე­იძ­ლე­ბა, მდი­დარ­მა ადა­მი­ან­მა დრო­ე­ბით მა­ინც არ შე­ი­ძი­ნოს ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბი, მან­ქა­ნა ან აგა­რა­კი? მე იმას კი არ ვამ­ბობ, რომ სა­ერ­თოდ არ იყი­დოს, მაგ­რამ ხე­ლი გა­უ­მარ­თოს იმას, ვი­საც გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბა, ან მში­ე­რია და ნაგ­ვის ბუნ­კერ­ში ეძებს სარ­ჩო-­სა­ბა­დე­ბელს, ან უსახ­ლკა­როა და ღა­მეს ქუ­ჩა­ში ათევს. ასე­თე­ბი ბევ­რნი არი­ან, მი­ი­ხედ­-მო­ი­ხე­დეთ, ეძე­ბეთ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ სა­მა­გი­ე­როდ უფალ­მა გი­პო­ვოთ თქვენ!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია